ტობრიმედი, Tobrimed
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ტობრამიცინი, Tobramycin
წამლის ფორმა
თვალის წვეთები.
აღწერილობა: უფერო ღია ყვითელი ფერის გამჭვირვალე სითხე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ მონოჰიდრატი, უწყლო დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, განზავებული ფოსფორმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01AA12
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. დაბალ კონცენტრაციებში მოქმედებს ბაქტერიოსტატურად (აბლოკირებს რიბოსომების 30S სუბერთეულებს და არღვევს ცილების სინთეზს), ხოლო უფრო მაღალ კონცენტრაციებში – ბაქტერიოციდულად.
მაღალაქტიურია Staphylococcus spp. - ს მიმართ (Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, /კოაგულაზა-უარყოფითი და კოაგულაზა-დადებითი/, აგრეთვე პენიცილინის მიმართ მდგრადი შტამებისადმი); Streptococcus spp. . (მ.შ. а-ბ-ჰემოლიზური სახეობები, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობები, Streptococcus pneumoniae); Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis(ინდოლ-უარყოფითი) და ინდოლ-დადებითი სახეობები Proteus spp., Hemophilius influenzae, Hemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola),, ზოგიერთი სახეობები Neisseria spp. (в т.ч. Neisseria gonorrhoeae).
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია.
გამოყენების ჩვენებები
ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციები:
- ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, ენდოფთალმიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;
- ოფთალმოლოგიაში პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის
მსუბუქი ინფექციური პროცესის დროს 1-2 წვეთის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 4 საათში.
მწვავე ინფექციური პროცესის განვითარების შემთხვევაში პრეპარატის ჩაწვეთება ხდება ყოველ 30-60 წთ-ში.
ანთებითი პროცესის შემცირებასთან ერთად მცირდება პრეპარატის ინსტილაციების სიხშირე.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინის, ამინოგლიკოზიდების და პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება
ალერგია, მომატებული ცრემლდენა, კონიუნქტივალური შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაქვეითება, ამიტომ არ არის რეკომენდებული ჩაწვეთების თანავე ავტომობილის მართვა ან რთულ დანადგარებთან მუშაობა.
გამოყენება პედიატრიაში
ტობრიმედის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 თვემდე ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ტობრიმედის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვიტარების რისკს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ტობრიმედის თვალის წვეთებისა და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სისტემური ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების გაძლიერება (ნეფროტოქსიური, ოტოტოქსიური მოქმედება), მინერალური ცვლისა და ჰემოპოეზის მოშლა.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა
ტობრიმედის თვალის წვეთები 5 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონი საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება 250ჩ-ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.