ნელადექსი
NELADEX
სავაჭრო დასახელება
ნელადექსი, Neladex
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსამეტაზონი, ნეომიცინი, პოლიმიქსინ B
Dexamethasone, Neomycin, Polymyxin B
წამლის ფორმა
თვალის/ყურის წვეთები
აღწერილობა: უსუნო, თეთრი მიკროდისპერსიული სუსპენზია.
შემადგენლობა
თვალის/ყურის წვეთები
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1.0 მგ
ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3.5 მგ
პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01CA01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დექსამეტაზონი ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოიდული საშუალება. არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.
ნეომიცინი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მიკრობის უჯრედში ცილების სინთეზის დარღვევის გზით ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Staphylococcus aureus, Streptococcus pneuoniae, Escherichia coli, Proteus spp., Shigella spp.ჩათვლით.
ნაკლებად აქტიურია Pseudomonas aeruginosa მიმართ.
არ არის აქტიური პათოგენური სოკოების, ვირუსების, ანაერობული ფლორის მიმართ. მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნეომიცინის მიმართ, ვითარდება ნელა და ნაკლები ხარისხით.
პოლიმიქსინ B – პოლიპეპტიდური სტრუქტურის ანტიბიოტიკი. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის მემბრანაში არსებული ფოფსოლიპიდების დესტრუქციით. აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Escherichia coli, Shigella spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Haemophilus influenzae, Salmonella spp., Bordetella pertussis-ის ჩათვლით. მაღალაქტიურია Pseudomonas aeruginosa-ს მიმართ. არააქტიურია Proteus spp., Neisseria spp., ობლიგატური ანაერობების და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
პოლიმიქსინ B-ს მიმართ მგრძნობიარეა Vibrio cholerae (eltor-ის გარდა), აგრეთვე Coccidioides immitis, თუმცა სოკოები ძირითადად რეზისტენტულები არიან მოცემული ანტიბიოტიკების მიმართ.
გამოყენების ჩვენებები
თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები:
- ბლეფარიტი;
- კონიუნქტივიტი;
- კერატიტი;
- ირიდოციკლიტი;
თვალის წინა სეგმენტის პოსტოპერაციული ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა.
მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები; სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.
უკუჩვენებები
პრეპარატი ნელადექსი უკუნაჩვენებია:
- კერატიტები, რომლის გამომწვევია Herpes simplex (დენდრიტული კერატიტი);
- რქოვანას და კონიუნქტივას ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჩუტყვავილა);
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
პრეპარატი არ ინიშნება რქოვანიდან უცხო სხეულის გაურთულებელი მოცილების შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
ნელადექსის თვალის/ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც დექსამეტაზონთან, ასევე ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან და აგრეთვე მათი თანხვედრით.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივიტის შეწითლება (განპირობებულია ანტიბიოტიკების მოქმედებით).
გამოყენების წესი და დოზირება
თვალის/ყურის წვეთები მსუბუქი ფორმის ინფექციების დროს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. რთული ფორმების დროს თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში. სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.
გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში;
შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ ნელადექსის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატ ნელადექსის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არის დადგენილი.
მიღების თავისებურებანი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას, აუცილებელია თვალშიგა წნევის რეგულარული ტონომეტრია;
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
პრეპარატ ნელადექსის თვალის/ყურის წვეთების შემცველი ფლაკონი გამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
პრეპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ლაქტაციის დროს საკითხი უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
გამოშვების ფორმა
ნელადექსი თვალის/ყურის წვეთები გამოდის 5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონ-საწვეთურში ხრახნიანი თავსახურით.
1 ფლაკონი-საწვეთურით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ნელადექსი თვალის/ყურის წვეთები ინახება 15-25ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.