ფლოქსიმედი
FLOXIMED
სავაჭრო დასახელება
ფლოქსიმედი, Floximed
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ციპროფლოქსაცინი, Ciprofloxacin
წამლის ფორმა
თვალის მალამო
აღწერილობა: ჰომოგენური, ნახევრადმყარი ზეთისებური მასა ყვითელ-მოთეთრო ფერის.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი (ჰიდროქლორიდის სახით) 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანტიმიკრობული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან მოქმედების ფართო სპექტრით.
ციპროფლოქსაცინი აბლოკირებს ბაქტერიების ფერმენტ დნმ-ჰირაზას და აფერხებს დნმ-ის რეპლიკაციას. თრგუნავს ბაქტერიების ზრადასა და გამრავლებას. იწვევს გამოხატულ მორფოლოგიურ ცვლილებებს (ბაქტერიის უჯრედის კედელსა და მემბრანაში) და უჯრედის სწრაფ სიკვდილს. ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე ზრდისა და მოსვენების ფაზაში (რადგან გავლენას ახდენს არა მარტო დნმ-ჰირაზაზე არამედ იწვევს უჯრედის კედლის ლიზისსაც), გრამდადებით მიკროორგანიზმებზე – მხოლოდ ზრდის ფაზაში.
ციპროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარეა გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: ენტერობაქტერიები (Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Hafnia alvei, Edwardsiella tarda, Providencia spp., Morganella morganii, Vibrio spp., Yersinia spp.)და სხვ. გრამუარყოფითი ბაქტერიები (Haemophilus spp., Pseudomonas aeruginosa, Moraxella catarrhalis, Aeromonas spp., Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Campylobacter jejuni, Neisseria spp.),ზოგიერთი უჯრედშიდა გამომწვევები: Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Corynebacterium diphtheriae; გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Staphylococcus spp. (Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Streptococcus spp. (Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae).
ზომიერად მგრძნობიარეა Streptococcus pneumoniae, Enterococcus faecalis, Mycobacterium avium(მათი დათრგუნვისათვის საჭიროა მაღალი კონცენტრაციები).
პრეპარატის მიმართ რეზისტენტულია: Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophilia, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroides.
რეზისტენტობა ვითარდება ძალიან ნელა, რამდენადაც ერთის მხრივ, ციპროფლოქსაცინის მოქმედების შემდეგ პრაქტიკულად არ რჩება პერსისტირებული მიკროორგანიზმები, მეორეს მხრივ ბაქტერიის უჯრედში არ არის ინაქტივირებული ფერმენტები.
პრეპარატი არაეფექტურია Treponema pallidum-ის მიმართ.
გამოყენების ჩვენებები
_ თვალის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: მწვავე და ქვემწვავე კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატოქონიუნქტივიტი, რქოვანას ბაქტერიული წყლული, ქრონიკული დაკრიოცისტიტი და მეიბომიტები (ჯიბლიბო).
_ ოფთალმოქირურგიაში პრე და პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.
_ ტრავმის შემდგომი ან უცხო სხეულით თვალის ინფექციური დაზიანება.
უკუჩვენებები
- ციპროფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ქავილი, წვა, კონიუნქტივის ჰიპერემია და მსუბუქი ტკივილი;
სისტემური გვერდითი ეფექტები ვითარდება ძალიან იშვიათად – დერმატიტი, გულისრევა, გემოს მგრძნობელობის დარღვევა.
გამოყენების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატის დანიშვნის წინ რეკომენდებულია დაავადების გამომწვევი მიკროფლორის მგრძნობელობის განსაზღვრა ციპროფლოქსაცინის მიმართ.
პრეპარატი თავსდება დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთოს უკან.
მსუბუქი და ზომიერად მძიმე ინფექციების დროს 2-ჯერ დღე-ღამეში.
მძიმე ინფექციების დროს თვალის მალამო გამოიყენება 3-4-ჯერ დღე-ღამეში. დაავადების სიმპტომების შემსუბუქების შესაბამისად მიღების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
თვალის წვეთებთან ერთად ღამით შესაძლებელია დამა¬ტებით თვალის მალამოს გამოყენება პრეპარატთან უფრო ხანგრძლივი კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციპროფლოქსაცინის თვალის მალამოს ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.
გამოყენების თავისებურება
ფლოქსიმედი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. საჭიროა პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ, თუ თვალის წვეთების ან თვალის მალამოს გამოყენების შემდეგ, კონიუნქტივალური ჰიპერემია გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან მატულობს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. მყარი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ინსტილაციიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხვედელობის დროებითი დაბინდვა ამიტომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვისაგან თავის შეკავება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს გამართლებულია როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებლი აღემატება ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს. ახალშობილებში ძუძუთი კვების დროს პოტენციური არასასურველი მოქმდების ასაცილებლად საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ ფლოქსიმედის ჭარბი დოზირების შესახებ მონა¬ცემები არ არსებობს.
გამოშვების ფორმა
თვალის მალამო 5 გ ალუმინის ტუბში.
ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 300ჩ ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმო¬ების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III გაიცემა ურეცეპტოდ.