პროდუქცია
WORLD OPHTHALMICS
კატაქსოლი

კატაქსოლი

კატაქსოლი

CATAXOL

 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
აზაპენტაცენი, Azapentacene
 
წამლის ფორმა
თვალის წვეთები 0,015%.
აღწერილობა: გამჭვირვალე, მუქი-წითელი ფერის ხსნარი.
 
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის აზაპენტაცენის პოლისულფონატი 0,15 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბორის მჟავა, დინატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, კალიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, თიომერსალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი S01XA
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური საშუალებები.
კატარაქტის სამკურნალო საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
კატაქსოლი – ოფთალმოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. აზაპენტაცენი ბროლის სულფჰიდრულ ჯგუფებს იცავს ჟანგვისაგან და ხელს უწყობს ბროლის გაუმჭვირვალე ცილების გაწოვას. მააქტივირებელ ზეგავლენას ახდენს პროტეოლიზურ ფერმენტებზე, რომლებსაც შეიცავს თვალის წინა კამერის წყალწყალა ნამი. პრეპარატის გამოყენება შეიძლება, როგორც პროგრესირებადი კატარაქტის საპროფილაქტიკო საშუალება და გაუმჭვირვალე პროტეინების გამხსნელი ნივთიერება.
 
გამოყენების ჩვენებები
- მოხუცებულთა კატარაქტა;
- თანდაყოლილი კატარაქტა;
- ტრავმული კატარაქტა;
- მეორადი კატარაქტა.
 
გამოყენების წესი და დოზები
განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
კატაქსოლის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში.
გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ქუთუთოების დახუჭვა და ცხვირსაცრემლე სადინარზე ხელის დაჭერა, რაც ამცირებს სამკურნალო პრეპარატის სისტემურ აბსორბციას. შედეგად, მცირდება მისი გვერდითი ეფექტები.
პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი თერაპიისათვის. მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
 
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
 
გვერდითი მოქმედება
რეკომენდებულ დოზებში ჩვენებების მიხედვით გამოყენებისას, გვერდითი მოქმედება არ გამოვლენილა.
 
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებიც სარგებლობენ კონტაქტური ლინზებით, კატაქსოლი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ლინზების ამოღების შემდეგ და მათი ჩასმა შეუძლიათ პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.
იკრძალება საწვეთურის წვერსა და ზედაპირზე შეხება, ვინაიდან ამან შეიძლება ხსნარი დააბინძუროს.
ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი უნდა დაიხუროს. Pპიპეტის წვერის თვალთან შეხება არ შეიძლება.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
კატაქსოლის გამოყენების შემდეგ პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ამიტომ რეკომენდებული არ არის პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე ავტოტრანსპორტის მართვა ან რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა მოწყობილობასთან მუშაობა, რომლებიც საჭიროებს მხედველობის სიმახვილეს პრეპარატის ჩაწვეთებისთანავე.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
კატაქსოლის თვალის წვეთების გამოყენება ორსულებში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
 
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვების სამკურნალოდ კატაქსოლის გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კატაქსოლის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
 
ჭარბი დოზა
პრეპარატის გადაჭარბებული დოზირებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
 
გამოშვების ფორმა
კატაქსოლი 0,015%-იანი თვალის წვეთები, გამოდის 15 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონ-საწვეთურში ხრახნიანი დამცავი რგოლით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 28 დღის განმავლობაში.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
 
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
 
 
 
 
 
 
 

ვებ გვერდი: http://www.wm-ophthalmics.com/