პროდუქცია
WORLD MEDICINE
ფლუზამედი კაფსულები

ფლუზამედი კაფსულები

ვებ გვერდი: http://www.worldmedicine.co.uk/

ფლუზამედი
FLUZAMED
 
სავაჭრო დასახელება
ფლუზამედი, FLUZAMED
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფლუკონაზოლი, , Flukonazole
 
წამლის ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა:
ფლუზამედი 50 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით ‘3’, სახურავი მქრქალი ღია ცისფერი ფერის, კორპუსი მქრქალი თეთრი ფერის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილის შემცველობით.
 
ფლუზამედი 150 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით ‘2’, სახურავი და კორპუსი მქრქალი ღია ცისფერი ფერის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილის შემცველობით.
 
ფლუზამედი 200 მგ:
მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით ‘1’, სახურავი მქრქალი ღია ცისფერი ფერის, კორპუსი თეთრი ფერის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილის შემცველობით.
 
შემადგენლობა
ფლუზამედი 50 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსარკმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო დიოქსიდი.
 
ფლუზამედი 150 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 150 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსარკმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო დიოქსიდი.
 
ფლუზამედი 200 მგ:
თითოეული კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსარკმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო დიოქსიდი.
 
პრეპარატის ათქ კოდი  J02AC01
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუზამედი – ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. ფლუკონაზოლი – პრეპარატის აქტიური ნივთიერება – წარმოადგენს სოკოების უჯრედის მემბრანებში სტეროლების სინთეზის ძლიერ სელექციურ ინჰიბიტორს. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ციტოქრომ P450-ის ბლოკადით. ფლუკონაზოლი აბლოკირებს სოკოების უჯრედში ლანოსტეროლის გარდაქმნას ერგოსტეროლად; ზრდის უჯრედის მემბრანის განვლადობას, არღვევს მის ზრდასა და რეპლიკაციას. ავლენს რა მაღალშერჩევით მოქმედებას სოკოების ციტოქრომ P450-ის მიმართ, პრაქტიკულად არ თრგუნავს ამ ფერმენტებს   ადამიანის ორგანიზმში (იტრაკონაზოლთან, კლოტრიმაზოლთან, ეკონაზოლთან და კეტოკონაზოლთან შედარებით, ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში მცირე ხარისხით თრგუნავს ციტოქრომ P450-ზე დამოკიდებულ ჟანგვით პროცესებს). არ გააჩნია ანტიანდროგენული აქტივობა.
აქტიურია ოპორტუნისტული მიკოზებისას, მ.შ., გამოწვეული ჩანდიდა სპპ. (იმუნოდეპრესიის ფონზე გენერალიზებული კანდიდოზის ჩათვლით), ჩრყპტოცოცცუს ნეოფორმანს და ჩოცციდიოიდეს იმმიტი  (ქალასშიდა ინფექციების ჩათვლით),  Mიცროსპორუმ სპპ. და თრიცჰოპჰყტონ სპპ.; ენდემური მიკოზებისას, გამოწვეული  Bლასტომყცეს დერმატიტიდის, Hისტოპლასმა ცაპსულატუმ (მ.შ., იმუნოდეპრესიისას). სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისათვის, ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით ციტოსტატიკებით მკურნალობისას ან სხივური თერაპიის ჩატარებისას; ორგანოების გადანერგვისას და სხვა შემთხვევებში, როდესაც დათრგუნულია იმუნიტეტი და არსებობს სოკოვანი ინფექციის განვითარების საფრთხე. 
 
გამოყენების ჩვენებები
– კრიპტოკოკოზი, კრიპტოკოკური მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვები, კანი და სხვა) ინფექციების ჩათვლით, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის, ასევე  იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის მქონე პაციენტებში (მ.შ., შიდსით დაავადებულებში, ორგანოების ტრანსპლატაციისას); პრეპარატის გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შიდსით დაავადებულებში კრიპტოკოკური ინფექციის რეციდივების პროფილაქტიკისათ-ვის.
– გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის ჩათვლით, დისემინირებული კანდიდოზი და ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები (მუცლის ფარის, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები). მკურნალობა შეიძლება ჩაუტარდეთ ავადმყოფებს ავთვისებიანი წარმონაქმნებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებს, ავადმყოფებს, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატიკური ან იმუნოსუპრესიული თერაპია, აგრეთვე კანდიდოზის განვითარების მიმართ მიდრეკილების განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობისას.
– ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მ.შ., პირის ღრუსა და ხახის, საყლაპავი მილის, ბრონქ-ფილტვის კანდიდოზები, კანდიდურია, კანის და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, აგრეთვე პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი, რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან (მკურნალობა შეიძლება ჩაუტარდეთ ავადმყოფებს ნორმალური ან დაქვეითებული იმუნიტეტით); შიდსით დაავადებულებში ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა;
– გენიტალური კანდიდოზი: ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე ან მორეციდივე). პროფილაქტიკური გამოყენება ვაგინალური კანდიდოზის სიხშირის შემცირების მიზნით (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში); კანდიდოზური ბალანიტი.
– სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ასეთი ინფექციებისადმი ციტოსტატიკებით ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის გამო.
– კანის მიკოზები, ტერფის, სხეულის, საზარდულის მიდამოს მიკოზების ჩათვლით, ქატოსებრი ლიქენი,  ონიქომიკოზები, კანის კანდიდოზები.
– ღრმა ენდემური მიკოზები, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი ავადმყოფებში ნორმალური იმუნიტეტით.
 
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ფლუკონაზოლის ან სტრუქტურულად მსგავსი აზოლური ნაერთების მიმართ.
 
გვერდითი მოქმედება
ფლუზამედი, როგორც წესი კარგად გადაიტანება. უფრო ხშირად  გვხვდება შემდეგი გვერდითი რეაქციები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, მეტეორიზმი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
კანის საფარველის მხრივ: გამონაყარი.
ზოგიერთ ავადმყოფს, განსაკუთრებით ისეთი დაავადებებით, როგორიცაა შიდსი ან ავთვისებიანი წარმონაქმნები, ფლუზამედით და მისი მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის დროს აღენიშნა სისხლის მაჩვენებლების ცვლილება, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები, თუმცა ამ არასასურველი რეაქციების კლინიკური მნიშვნელობა და ფლუზამედის მიღებასთან ურთიერთკავშირი დადგენილი არ არის.
იშვიათად: კანის ექსფოლიაციური დაავადებები, კრუნჩხვები, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და ალოპეცია, ამ შემთხვევებში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის.
ძალიან იშვიათად: ანაფილაქსიური რეაქციები.
 
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატით მკურნალობის დაწყება შეიძლება ნათესის და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე, მაგრამ როდესაც ამ კვლევების შედეგები ცნობილი გახდება, რეკომენდებულია ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის კორექცია.
ფლუზამედის სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ბუნებასა და სიმძიმეზე.
ვაგინალური კანდიდოზისას შემთხვევათა უმრავლესობაში ეფექტურია პრეპარატის ერთჯერადი მიღება. ინფექციების, რომლებიც საჭიროებს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის განმეორებით მიღებას, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სოკოვანი ინფექციის აქტიური სტადიის კლინიკურად და ლაბორატორიულად დადასტურებულ გაქრობამდე.
შიდსით და კრიპტოკოკური მენინგიტით ან მორეციდივე ოროფარინგეალური კანდიდოზით დაავადებულები საჭიროებენ შემანარჩუნებელ თერაპიას რეციდივების თავიდან აცილების მიზნით.
მოზრდილებში კრიპტოკოკური მენინგიტის და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკური ინფექციებისას პირველ დღეს ჩვეულებრივ ნიშნავენ 400 მგ, ხოლო შემდეგ მკურნალობას აგრძელებენ დოზით 200-400 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. კრიპტოკოკური ინფექციებისას მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მიკოლოგიური კვლევით დადასტურებულ კლინიკურ ეფექტურობაზე; კრიპტოკოკური მენინგიტისას მკურნალობა ტარდება არანაკლებ 6-8 კვირისა.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისათვის შიდსით დაავადებულებში მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ ფლუზამედი ინიშნება დოზით 200 მგ ერთჯერ დღე-ღამეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზის და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციებისას პირველი სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ, შემდეგ 200 მგ დღე-ღამეში. არასაკმარისი კლინიკური ეფექტისას პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 400 მგ-მდე დღე-ღამეში. თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტურობაზე.
ოროფარინგეალური კანდიდოზისას ფლუზამედს ჩვეულებრივ ნიშნავენ დოზით 50-100 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 7-14 დღე. პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზისას, რომელიც დაკავშირებულია კბილის პროთეზის ტარებასთან, პრეპარატს ნიშნავენ საშუალოდ 50 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში.
ლორწოვანი გარსების სხვა კანდიდოზური ინფექციებისას (გენიტალური კანდიდოზის გარდა), მაგალითად ეზოფაგიტის, ბრონქ-ფილტვის არაინვაზიური ინფექციების, კანდიდურიის, კანის და ლორწოვანი გარსების კანდიდოზისას, ეფექტური დოზა შეადგენს საშუალოდ 50-100 მგ დღე-ღამეში მკურნალობის ხანგრძლივობით 14-30 დღე.
ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკისათვის შიდსით დაავადებულებში პირველადი მკურნალობის სრული კურსის დასრულების შემდეგ ფლუზამედი შეიძლება დაინიშნოს დოზით150 მგ 1-ჯერ კვირაში.
ვაგინური კანდიდოზისას ფლუზამედი მიიღება ერთჯერადად დოზით 150 მგ. ვაგინური კანდიდოზის რეციდივების სიხშირის შესამცირებლად პრეპარატის გამოყენება შეიძლება დოზით 150 მგ 1-ჯერ თვეში. თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და ვარირებს 4-დან 12 თვემდე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს უფრო ხშირი გამოყენება.
ჩანდიდა-ს მიერ გამოწვეული ბალანიტისას ფლუზამედი ინიშნება ჩვეულებრივ ერთჯერადად დოზით 150 მგ.
კანდიდოზის პროფილაქტიკისათვის ფლუზამედის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-400 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკის შესაბამისად.
გენერალიზებული ინფექციის მაღალი რისკის არსებობისას, მაგალითად ავადმყოფებში მოსალოდნელი გამოხატული ან ხანგრძლივად შენარჩუნებული ნეიტროპენიით, რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში. ფლუზამედი ინიშნება მოსალოდნელ ნეიტროპენიამდე რამდენიმე დღით ადრე; ნეიტროფილების რიცხვის მკლ-ში 1000-ზე მეტით მომატების შემდეგ მკურნალობას აგრძელებენ კიდევ 7 დღე-ღამის განმავლობაში.
კანის მიკოზების, ტერფის, გლუვი კანის, საზარდულის მიდამოს მიკოზების ჩათვლით და კანის კანდიდოზებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ 1-ჯერ კვირაში. თერაპიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შემთხვევებში შეადგენს 2-4 კვირას, თუმცა ტერფის მიკოზების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი (6 კვირამდე) თერაპია.
ქატოსებრი ლიქენისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 300 მგ 1-ჯერ კვირაში 2 კვირის განმავლობაში. მკურნალობის ალტერნატიული სქემის სახით პრეპარატის გამოყენება შეიძლება დოზით 50 მგ 1-ჯერ დღე-ღამეში 2-4 კვირის განმავლობაში.
ონიქომიკოზისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 150 მგ 1-ჯერ კვირაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფიცირებული ფრჩხილის ჩანაცვლებამდე (ინფიცირებული ფრჩხილის გაზრდა). ხელის და ტერფის ფრჩხილის ხელახალი გაზრდა ნორმაში საჭიროებს 3-6 თვეს და 6-12 თვეს შესაბამისად. მაგრამ, ზრდის სიჩქარე სხვადასხვა ადამიანებში შესაძლოა ვარირებდეს ფართო საზღვრებში, აგრეთვე ასაკის შესაბამისად. ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციის წარმატებული მკურნალობის შემდეგ ხანდახან ვლინდება ფრჩხილების ფორმის ცვლილება.
ღრმა ენდემური მიკოზებისას  შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის გამოყენება დოზით 200-400 მგ დღე-ღამეში 2 წლამდე ვადით. თერაპიის ხანგრძლივობას საზღვრავენ ინდივიდუალურად და შეადგენს 11-24 თვეს კოკციდიომიკოზისას, 2-17 თვეს პარაკოკციდიომიკოზისას, 1-16 თვეს სპოროტრიქოზისას და 3-17 თვეს ჰისტოპლაზმოზისას.
ბავშვებში ფლუზამედი ინიშნება ყოველდღიურად 1-ჯერ დღე-ღამეში, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს მოზრდილებისას.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 3 მგ/კგ/დღე-ღამეში. პირველ დღეს შეიძლება დაინიშნოს დარტყმითი დოზა 6 მგ/კგ მუდმივი წონასწორული კონცენტრაციების სწრაფად მისაღწევად.
გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკური ინფექციისას რეკომენდებული დოზა შეადგენს 6-12 მგ/კგ/დღე-ღამეში დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკისათვის მათი განვითარების მომატებული რისკის პერიოდში ქიმიოთერაპიის ან სხივური თერაპიის ჩატარების გამო ფლუზამედი ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 3-12 მგ/კგ/დღე-ღამეში ინდუცირებული ნეიტროპენიის გამოხატულობის გათვალისწინებით.
2 კვირამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატს ნიშნავენ იმავე დოზით (მგ/კგ), რაც უფროსი ასაკის ბავშვებში, მაგრამ 72 სთ-იანი ინტერვალით. 3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში იგივე დოზას იყენებენ 48 სთ-ში ერთჯერ.
ხანდაზმულ ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევის არარსებობისას იყენებენ პრეპარატის დოზირების ჩვეულებრივ რეჟიმს.
თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 50 მლ/წთ)  საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია.
პრეპარატის გამოყენება ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით:
ფლუზამედი ძირითადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. ერთჯერადი მიღებისას დოზის ცვლილება არ არის საჭირო. პრეპარატის განმეორებითი დანიშვნისას ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევებით მიზანშეწონილია დაწყება დარტყმითი დოზით 50 მგ-დან 400 მგ-მდე. თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს 50 მლ/წთ-ზე მეტს, გამოიყენება პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა (რეკომენდებული დოზის 100%). როდესაც კრეატინინის კლირენსი 11-დან 50 მლ/წთ-მდეა, გამოიყენება რეკომენდებულის 50%-ის ტოლი დოზა. დიალიზზე რეგულარულად მყოფ ავადმყოფებს ენიშნებათ რეკომენდებული დოზის 100% ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ.
 
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია ჰალუცინაციები, პარანოიდული ქცევა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა სტაციონარის პირობებში.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფლუზამედის ვარფარინთან და კუმარინის ჯგუფის სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ამ უკანასკნელთა თერაპიული ეფექტი.
ფლუზამედის ერთდროულმა გამოყენებამ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება (აუცილებელია ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზების კორექცია).
ფლუზამედის ჰიდროქლორთიაზიდთან და სხვა დიურეტიკებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის მომატება.
ფლუზამედის ფენიტოინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება. ამიტომ, ამ პრეპარატების ერთდროული მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი დოზის კორექციით პრეპარატის დონის თერაპიული ინტერვალის ფარგლებში შენარჩუნების მიზნით.
ფლუზამედის რიფამპიცინთან ერთდროული მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია ფლუზამედის დოზის გაზრდის მიზანშეწონილობის თაობაზე.
ფლუზამედის და თეოფილინის ერთდროული მიღებისას იზრდება უკანასკნელის ნახევარდაშლის პერიოდი და იმატებს ტოქსიური ეფექტების განვითარების რისკი (საჭიროა თეოფილინის დოზის კორექცია).
ფლუზამედის და ზიდოვუდინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში და იზრდება ზიდოვუდინის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
Qთ ინტერვალის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული სერიოზული არითმიების განვითარების ალბათობის გათვალიწინებით, არ არის რეკომენდებული აზოლის რიგის  სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების და ტერფენადინისა და ასტემიზოლის ერთდროული მიღება.
ფლუზამედის შეწოვა არ იცვლება მისი ერთდროული მიღებისას საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან, აგრეთვე ძვლის ტვინის ტრანსპლატაციისას ტოტალური დასხივების შემდეგ.
 
განსაკუთრებული მითითებები
ფლუზამედი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობით, ასეთ შემთხვევებში მკურნალობა ტარდება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ზედაპირული სოკოვანი ინფექციისას პაციენტებში კანზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, რომლის დაკავშირებაც ფლუზამედის გამოყენებასთან არის შესაძლებელი, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. ინვაზიურ/სისტემური სოკოვანი ინფექციისას პაციენტებში გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში, აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა, პრეპარატის მოხსნა მიზანშეწონილია ბულოზური დაზიანებების ან მულტიფორმული ერითემის განვითარებისას.
 
ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებას,  არ არღვევს ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარს.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულებში პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების საჭიროებისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ, რადგანაც ფლუკონაზოლი დედის რძეში იმავე კონცენტრაციით ვლინდება, რაც პლაზმაში.
 

გამოშვების ფორმა
ფლუზამედი 50 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები. 4 კაფსულა ბლისტერში.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
ფლუზამედი 150 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები. 1 კაფსულა ბლისტერში.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
ფლუზამედი 200 მგ
მყარი ჟელატინის კაფსულები. 7 კაფსულა ბლისტერში.
1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.