პროდუქცია
WORLD MEDICINE
დუსკონალი რეტარდი

დუსკონალი რეტარდი

ვებ გვერდი: http://www.worldmedicine.co.uk/

დუსკონალი რეტარდი
DUSKONAL retard

სავაჭრო დასახელება
დუსკონალი რეტარდი, Duskonal retard

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
მებევერინი, Mebeverine

წამლის ფორმა
გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულები.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, გლუვი თეთრი ფერის კორპუსი, გლუვი წითელ-ყავისფერი თავსახური, თეთრი ან თითქმის თეთრი სფერული ფორმის პელეტების შემცველობით.
შემადგენლობა
გახანგრძლივებული მოქმედების კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: მებევერინის ჰიდროქლორიდი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტი, შაქრის ბურთულები, პოვიდონი K30, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა, ცეტილის სპირტი.
კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი წითელი, ჟელატინი.
პრეპარატის ათქ კოდი A03AA04
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სპაზმოლიზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დუსკონალი რეტარდი _ მიოტროპული მოქმედების სპაზმოლიზური საშუალება.  მებევერინი უშუალოდ ახდენს გლუვი კუნთების მოდუნებას, უპირატესად _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის. პრეპარატი ხსნის სპაზმს ნაწლავის ნორმალურ პერისტალტი-კაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების გარეშე.
მებევერინი აბლოკირებს უჯრედული მემბრანის ნატრიუმის არხებს და არღვევს Nა+ იონების უჯრედში შესვლის პროცესს, ასევე აბლოკირებს Na++ იონების ნელი არხებით შესვლას, ზღუდავს К+ იონების გამოსვლას უჯრედებიდან, აფერხებს უჯრედულ მემბრანაში მიმდინარე დეპოლარიზაციის პროცესებს და ხელს უშლის კუნთების ბოჭკოების შეკუმშვას. არ ახდენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. წამლის ფორმა ხანგრძლივი გამოთავისუფლებით დღეში ორჯერადი გამოყენების საშუალებას იძლევა.
განაწილება
განმეორებითი დოზების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვანი აკუმულაცია არ ხდება.
მეტაბოლიზმი
მებევერინის ჰიდროქლორიდი ძირითადად მეტაბოლიზდება ესთერაზებით, რომლებიც პირველ ეტაპზე შლიან ეთერს 3,4-დიმეტოქსინბენზოის მჟავად (veratric acid) და მებევერინის სპირტად. პლაზმაში მოცირკულირე ძირითადი მეტაბოლიტი _ დემეთილირებული კარბონმჟავა (დმკმ). წონასწორულ მდგომარეობაშიDდმკმ-ს ნახევარგამოყოფის პერიოდი 5.77 საათს შეადგენს. დუსკონალი რეტარდის ხანგრძლივი გამოთავისუფლების თვისება მტკიცდება შედარებით დაბალი მაქსიმალური კონცენტრაციითა (Сmax)  და სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის შედარებით ხანგრძლივი დროით (tmax). განმეორებითი დოზების (200 მგ 2-ჯერ დღეში) მიღების შემთხვევაში დმკმ-ს Сმახ შეადგენს 804 ნგ/მლ, ხოლო ტმახ  დაახლოებით 3 საათს. ბიოშეღწევადობის საშუალო მნიშვნელობა შეადგენს 97%.
გამოყოფა
მებევერინი შეუცვლელი სახით ორგანიზმიდან არ გამოიყოფა, მთლიანად მეტაბოლიზდება, მისი მეტაბოლიტები თითქმის სრულად გამოიყოფა ორგანიზმიდან. 3,4-დიმეტოქსიბენზოის მჟავა (ვერატრიც აციდ) გამოიყოფა თირკმელებით, მებევერინის სპირტი ასევე თირკმელებით გამოიყოფა, ნაწილობრივ კარბონმჟავას, ნაწილობრივ დემეთილირებული კარბონმჟავას სახით.
 
გამოყენების ჩვენებები
მოზრდილებში:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- კუჭ-ნაწლავის ორგანოების სპაზმები, მათ შორის განპირობებული ორგანული დაავადებებით;
- ნაწლავის კოლიკა;
- ნაღვლის კოლიკა.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები თანმდევი ტკივილით მუცლის არეში.
 
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი დუსკონალი რეტარდი მიიღება შიგნით, მთლიანად, ჭამამდე 20 წუთით ადრე, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მოზრდილებს (ხანდაზმული პირების ჩათვლით) ენიშნებათ 200 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და საღამოს).
მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. Dდოზის გამოტოვების
შემთხვევაში პაციენტმა საჭიროა განაგრძოს მიღება დანიშნულებისამებრ. გამოტოვებული დოზის დამატება რეგულარულ დოზაზე საჭირო არ არის.
ხანდაზმულები, პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
 
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
 
გვერდითი მოქმედება
თავბრუსხვევა (ცალკეულ შემთხვევებში), დიარეა ან შეკრულობა.
ალერგიული რეაქციები: კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ეკზანთემა და სახის შეშუპება.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
არ არსებობს მონაცემები პრეპარატ დუსკონალი რეტარდის ზეგავლენის შესახებ ავტოტრანსპორტის და/ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულებში პრეპარატის გამოყენების ადეკვატური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლინდა. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც  მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა მევებერინი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად. ამის გამო პრეპარატით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება რეკომენდებუ-ლი არ არის.
 
გამოყენება პედიატრიაში
უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ მონაცემების სიმცირის გამო 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
 
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აგზნება. მებევერინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები ან არ აღინიშნებოდა, ან იყო მსუბუქი და მალე ქრებოდა. დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები ნევროლოგიური ან კარდიოვასკულური წარმოშობის იყო.
მკურნალობა: სიმტომური. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. კუჭის ამორეცხვა რეკომენდებულია მხოლოდ მრავალრიცხოვანი მედიკამენტებით ინტოქსიკაციის დროს, რომელიც დიაგნოსტირებულია პრეპარატების მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. აბსორბციის შესამცირებლად ზომების მიღება საჭირო არ არის.
 
გამოშვების ფორმა
პროლონგირებული მოქმედების კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერზე.
3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ შეინახოთ მაცივარში. არ გაყინოთ.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
   გაიცემა რეცეპტის გარეშე.