კლოდიფენი
CLODIFEN
სავაჭრო დასახელება
კლოდიფენი, CLODIFEN
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დიკლოფენაკი, Diclofenac
წამლის ფორმა
რექტალური სუპოზიტორიები.
აღწერილობა: თეთრი მოყვითალო ელფერით, ტორპედოსებური ფორმის სუპოზიტო-რიები გლუვი ზედაპირით.
შემადგენლობა
1 რექტალური სუპოზიტორია შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერება: მყარი ცხიმი (სუპოცირი AM).
პრეპარატის ათქ კოდი M01AB05
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების და რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსი-გენაზა-2-ის აქტივობის დათრგუნვასთან, რის შედეგადაც ირღვევა არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმი და ითრგუნება პროსტაგლანდინების ბიოსინთეზი ანთების კერაში. კლოდიფენის გამოყენება რევმატიული დაავადებებისას ამცირებს ან ხსნის ტკივილს, დილის შებოჭილობას, სახსრების შეშუპებას. ხელს უწყობს მოძრაობის მოცულობის ზრდას დაზიანებულ სახსრებში და აუმჯობესებს მათ ფუნქციონა-ლურ მდგომარეობას. პრეპარატი ამცირებს ტრავმულ და პოსტოპერაციულ ტკივილს, აგრეთვე ანთებითი რეაქციების ინტენსივობას. პირველადი ალგოდისმენორეის დროს ახდენს ტკივილის სინდრომის შესუსტებას.
ფარმაკოკინეტიკა
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში რექტალური მიღებიდან 1 საათში მიიღწევა. აბსორბციის ხარისხი დოზის სიდიდესთან პირდაპირ დამოკიდებულება-შია. სისხლში ცილებთან შეკავშირება 99,7% შეადგენს, უპირატესად ალბუმინთან (99,4%). დიკლოფენაკი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი ჩმახ 2-4 საათით გვიან მიიღწევა, სისხლის პლაზმასთან შედარებით.
დიკლოფენაკის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს უპირატესად ერთჯერადი და მრავალ-ჯერადი ჰიდროქსილირებისა და მეტოქსილირების გზით რამოდენიმე ფენოლური მეტაბოლიტის წარმოქმნით, რომელთა უმრავლესობაც გლუკურონიდულ კონიუგა-ტებად ტრანსფორმირდება.
პრეპარატის 60% მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად გამოიყოფა, დანარჩენი _ ნაღველთან ერთად. დიკლოფენაკის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
პლაზმის საერთო სისტემური კლირენსი 26356 მლ/წთ შეადგენს. საბოლოო თ1/2
1-2 სთ შეადგენს, თ1/2 სინოვიალური სითხიდან _ 3-6 სთ.
პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვისას აქტიური ნივთიერების უცლელი სახით კუმულაცია არ აღინიშნება. დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები ქრონიკული ჰეპატიტის ან ღვიძლის კომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებს ისეთივე აქვთ, როგორიც პაციენტებს ღვიძლის შენახული ფუნქციით.
გამოყენების ჩვენებები
_ ხერხემლისა და სახსრების ანთებით-დეგენერაციული დაავადებები (რევმატოი-დული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი _ ბეხტერევის დაავადება, სპონდილოართრიტები, სპონდილო¬ართროზები, ოსტეოართროზი);
_ ტკივილის სინდრომები ხერხემლის მხრივ;
_ სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატიული დაავადებები;
_ მწვავე პოდაგრული ართრიტი;
_ ნევრალგია;
_ პირველადი დისმენორეა, ადნექსიტი, პერიმეტრიტი;
_ ცხელება ლორ-ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
_ პოსტტრავმული და პოსტოპერაციული ტკივილი ანთებისა და შეშუპების თანხლ-ებით;
_ შაკიკი;
_ თირკმლის და ნაღვლის კოლიკა.
მიღების წესი და დოზირება
კლოდიფენი განკუთვნილია რექტალური გამოყენებისთვის. ინიშნება 1 სუპიზიტო-რია (ნატრიუმის დიკლოფენაკის 100 მგ) დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლი-ვობას ადგენს ექიმი. სუპოზიტორიები ღრმად უნდა შეიყვანოთ სწორ ნაწლავში, დაცლის შემდეგ. სუპოზიტორიები არ დაანაწევროთ, ვინაიდან შენახვის პირობების ცვლილებამ შეიძლება აქტიური ნივთიერების განაწილების დარღვევა გამოიწვიოს.
პაციენტებს თირკმლის ან ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით, აგრეთვე ხანშიშესულებს, დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
უკუჩვენებები
_ დიკლოფენაკის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
_ კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
_ ორსულობის III ტრიმესტრი;
_ ანორექტალური მიდამოს ანთებითი დაავადებები, რექტალური სისხლდენები;
_ 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტები დამოკიდებულია ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, მიღებული დოზის სიდიდესა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ზოგჯერ ვითარდება გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, იშვიათად აღინიშნება უმადობა, სპაზმები მუცლის არეში, მუცლის გადავსების შეგრძნება, წყლულის განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც იშვიათ შემთხვევაში იწვევს სისხლიანი განავლის სპონტანურ წარმოქმნას;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ _ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად ძილის დარღვევა, აგზნებადობა.
დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად აღინიშნება ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ინექციების ადგილებში შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი გვერდითი ეფექტები (წვის შეგრძნება).
თირკმელების მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია, ჰემატურია და თირკმელების დაზიანება (ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი). ამიტომ აუცილებელია თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
ღვიძლის მხრივ: ზოგჯერ ადგილი აქვს შრატში ტრანსამინაზების დონის მომატებას. ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია ჩატარდეს ღვიძ¬ლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია.
სხვა: შესაძლოა აღინიშნოს დიკლოფენაკის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შემდეგი სიმპტომების სახით: სახის, ენის და ყელის შეშუპება, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მაჩვენებლების მომატება.
განსაკუთრებული მითითებები
კლოდიფენის გამოყენება შესაძლებელია ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებისას:
_ ინდუცირებული პორფირია;
_ ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრი;
_ ძუძუთი კვების პერიოდი;
ექიმის კონტროლი განსაკუთრებით საჭიროა:
_ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების და/ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით-წყლულოვანი დაავადებების დროს (წყლულოვანი კოლიტები, კრონის დაავადება) ანამნეზში;
_ თირკმლის დაავადების მქონე ავადმყოფებში;
_ გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის დროს;
_ ხანდაზმულ პაციენტებში;
_ უშუალოდ მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
დიდი სიფრთხილით კლოდიფენი შეიძლება გამოყენებულ იქნას ასთმით დაავადებულებში, ალერგიული (“თივის”) სურდოს, ცხვირის ლორწოვანას პოლიპების დროს, ასევე აასს-ის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში, რომელთაც გააჩნიათ ასთმის შეტევის, კვინკეს შეშუპების და ჭინჭრის ციების განვითარების საშიშროება.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ რაიმე სახის გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, თავი უნდა შეიკავონ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვისგან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლოდიფენის და შემდეგი პრეპარატების ერთდროული მიღებისას:
_ დიგოქსინის, ფენიტოინის ან ლითიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია პლაზმაში ამ სამკურნალო საშუალებების დონის მატება;
_ დიურეტიკებისა და ჰიპოტენზიური საშუალებების გამოყენებისას შეიძლება შესუსტდეს მათი ეფექტი;
_ კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან კომბინირებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია;
_ სხვა აასს და გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას მატულობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების წარმოქმნის რისკი;
_ აცეტილსალიცილის მჟავის გამოყენებისას ქვეითდება სისხლში
დიკლოფენაკის კონცენტრაციის დონე;
_ ციკლოსპორინის გამოყენებისას შესაძლოა მოიმატოს ამ უკანასკნელის ტოქსიურმა ზემოქმედებამ თირკმელებზე;
_ ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპო- და ჰიპერგლიკემია. პრეპარატების ასეთი კომბინაციის დროს აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი;
_ ანტიკოაგულანტების გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შედედების რეგუ-ლარული კონტროლი.
მეთოტრექსატის გამოყენებისას 24 საათის განმავლობაში კლოდიფენის მიღებამდე ან მიღების შემდეგ შეიძლება გაიზარდოს მეთოტრექსატის კონცენტრაცია და გაძლიერდეს მისი ტოქსიური ზემოქმედება.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას კლოდიფენისათვის დამახასიათებელი ტიპური კლინიკური სურათი არ არსებობს. მიმართავენ სიმპტომურ მკურნალობას.
გამოშვების ფორმა
3 სუპოზიტორია ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან
ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.