ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
ამიოდარონის ჰიდროქლორიდი, Amiodarone hydrochloride
წამლის ფორმა
ტაბლეტები.
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ამიოდარონის ჰიდროქლორიდი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი (К90), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, პეპტიზირებული სახამებელი.
აღწერილობა: თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ზოლით.
პრეპარატის ათქ კოდი С01ВD01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიარითმიული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
როტარიტმილი III ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების ძირითადი წარმომადგენელია (რეპოლარიზაციის ინჰიბიტორთა ჯგუფი). იგი ავლენს ანტიანგინურ, კორონარების გამაფართოებელ, ალფა- და ბეტა-ადრენომაბლოკირებელ ეფექტს.
ამიოდარონის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია კარდიომიოციტების უჯრედული მემბრანების იონური არხების ბლოკადით (უმთავრესად – კალიუმის, ძალიან მცირე ოდენობით – კალციუმისა და ნატრიუმის), სინუსის კვანძის ავტომატიზმის შემცირებით, აგრეთვე ალფა- და ბეტა-ადრენერგული აქტივობის არაკონკურენტული დათრგუნვით.
ამიოდარონის ანტიარითმიული მოქმედება უკავშირდება მის გამოხატულ უნარს გაახანგრძლივოს მოქმედების პოტენციალი (3 ფაზა), რის შედეგადაც იზრდება რეფრაქტერული პერიოდების ხანგრძლივობა და მცირდება წინაგულისა და პარკუჭების მიოკარდიუმის აგზნება, რეფრაქტერული პერიოდის ხანგრძლივობა, წინაგულოვან-პარკუჭოვან გამტარ და ატრიოვენტრიკულური კვანძის დამატებით კონებში, რაც იწვევს სინუსის კვანძის ავტომატიზმის დაქვეითებას, გულის გამტარი სისტემის ყველა უბანზე იმპულსის გატარების შენელებას (ანელებს სინოატრიულ, წინაგულებისა და ატრიოვენტრიკულურ გამტარობას), იწვევს აგზნების დაქვეითებას. ამასთანავე, უცვლელი რჩება პარკუჭების გამტარობა.
პრეპარატის ანტიანგინური მოქმედება განპირობებულია მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებით (გულის შეკუმშვის სიხშირის შემცირებისა და პერიფერიული წინააღმდეგობის ზომიერი შემცირების ხარჯზე) და კორონარული სისხლისმიმოქცევის გაზრდით – კორონარული არტერიების გლუვ მუსკულატურაზე პირდაპირი ზეგავლენის გზით. პრეპარატი ხელს უწყობს გულის დარტყმითი მოცულობის შენარჩუნებას, აორტაში წნევისა და პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებით.
პრეპარატი რამდენადმე ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობასა და სისტემურ არტერიულ წნევას. არ ახდენს არსებით გავლენას მიოკარდიუმის კუმშვადობაზე. უარყოფითი ინოტროპული ეფექტის არარსებობის გამო შესაძლებელია როტარიტმილის გამოყენება გულის უკმარისობის დროს.
სტრუქტურის მიხედვით ამიოდარონი თირეოიდული ჰორმონების მსგავსია, ამიტომ პრეპარატი გავლენას ახდენს თირეოიდული ჰორმონების ცვლაზე: Т3-ის Т4-ად გარდაქმნის ინჰიბირება (თიროქსინ-5-დეიოდინაზის ბლოკირება) და ამ ჰორმონების მიტაცების ბლოკირება კარდიოციტებისა და ჰეპატოციტების მიერ, რასაც მოჰყვება მიოკარდიუმზე თირეოიდული ჰორმონების მასტიმულირებელი გავლენის შესუსტება.
პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მერყეობით ხასიათდება. შიგნით მიღების შემდეგ ამიოდარონი ნელა შეიწოვება. ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კოცენტრაცია მიიღწევა 3-7 საათში, თუმცა თერაპიული მოქმედება, ჩვეულებრივ, ვითარდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან ერთი კვირის (რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე) შემდეგ. ამიოდარონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია მაღალი ინდივიდუალური ვარიაბელურობით (ამიტომ დოზის შერჩევისას, მაგალითად გაზრდის თუ შემცირების შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ამიოდარონის ახალი პლაზმური კონცენტრაციის სტაბილიზაციისათვის საჭიროა სულ მცირე ერთი თვე).
ფარმაკოკინეტიკის თავისებურებების გათვალისწინებით თერაპიული ეფექტის მისაღებად საჭიროა საწყისი გამაჯერებელი დოზის გამოყენება – ქსოვილებში პრეპარატის დაგროვების მიღწევის მიზნით. კუმულაციური ეფექტის არსებობა უზრუნველყოფს მოქმედების ხანგრძლივობას მკურნალობის შეწყვეტიდან 10-45 დღის განმავლობაში.
ამიოდარონის ყოველი დოზა (200 მგ) შეიცავს 75 მგ იოდს. ამიოდარონის ხანგრძლივი მიღებისას იოდის კონცეტრაციამ შეიძლება ამიოდარონის კონცეტრაციის 60-80%-ს მიაღწიოს.
გამოყენების ჩვენებები
გულის რითმის დარღვევის მკურნალობა და პროფილაქტიკა, მათ შორის სხვა ანტიარითმიული პრეპარატების მიმართ მდგრადი არითმიისა:
– პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია და პარკუჭების ფიბრილაცია (მკურნალობა იწყება სტაციონარში გულდასმითი კარდიომონიტორული კონტროლის პირობებში);
– პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდია: მორეციდივე მდგრადი პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტურად დადასტურებული შეტევები გულის ორგანული დაავადების მქონე ავადმყოფებში; მორეციდივე მდგრადი პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტურად დასაბუთებული შეტევები ავადმყოფებში გულის ორგანული დაავადებების გარეშე, როდესაც სხვა ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატები არ არის ეფექტური ან არსებობს მათი გამოყენების უკუჩვენება; მორეციდივე მდგრადი პარკუჭზედა პაროქსიზმული ტაქიკარდიის დოკუმენტურად დადასტურებული შეტევები ავადმყოფებში ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომით;
– მოციმციმე არითმია და წინაგულების თრთოლვა.
რეაბილიტაციის პერიოდი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, თუ ანამნეზში არის მითითება ადრე აღნიშნულ არითმიული ეპიზოდების შესახებ. ამიოდარონი შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ გულის იშემიური დაავადებისა და/ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
უკუჩვენებები
– პრეპარატის კომპონენტების ან იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი (სინუსური ბრადიკარდია, სინოატრიული ბლოკადა კარდიოსტიმულატორის არარსებობისას);
– II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და ჰისის კონის ფეხების ბლოკადა (კარდიოსტიმულატორის არარსებობისას);
– Qთ ინტერვალის თანდაყოლილი ან შეძენილი გახანგრძლივება;
– გულის მძიმე უკმარისობა;
– გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, შოკი;
– ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომლებიც ახანგრძლივებენ Qთ ინტერვალს და იწვევენ პაროქსიზმული ტაქიკარდიის განვითარებას, მათ შორის “პირუეტის” ტიპის (ტორსადე დე პოინტეს) პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
– მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორებთან თანადროული მიღება;
– ფილტვების ინტერსტიციული დაავადება;
– ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპო- და ჰიპერთირეოზი);
– ჰიპოკალემია, ჰიპომაგნემია;
– 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);
– ორსულობის II–III ტრიმესტრი.
გვერდითი მოქმედება
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია (ძირითადად ზომიერად გამოხატული და დოზადამოკიდებული), ზოგჯერ (სინუსის კვანძის დისფუნქციის შემთხვევაში, ხანდაზმულ პაციენტებში) გამოხატული ბრადიკარდია და ძალიან იშვიათად – გულის გაჩერება: იშვიათად აღინიშნება – გამტარობის დარღვევა (სინოატრიული ბლოკადა, სხადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა); ცალკეულ შემთხვევაში აღნიშნავენ არითმოგენულ მოქმედებას, ზოგიერთ შემთხვევაში – შემდგომი გულის გაჩერებით.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: მიკროდანალექი რქოვანას ეპითელიუმზე, ჩვეულებრივ – გუგის ქვედა არეში; რომელიც შედგება რთული ცხიმოვანი დანაშრევისაგან, ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას. ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა – კაშკაკა განათების პირობებში ფერადი შარავანდის ან არამკაფიო კონტურების გაჩენის სახით. აღწერილია მხედველობის ნერვის ნევრიტის/მხედველობითი ნეიროპათიის რამდენიმე შეთხვევა, ამიტომ ამიოდარონით მკურნალობის ფონზე არამკაფიო მხედველობის ან მხედველობის დაქვეითების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის, მათ შორის ფუნდოსკოპიის ჩატარება, მხედველობის ნერვის ნევრიტის დადგენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გემოს შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, რაც გაივლის დოზის შემცირების შემდეგ. სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის იზოლირებული მატება, ჩვეულებრივ – ზომიერი, რომელიც დოზის შემცირების შემდეგ ქვეითდება. შესაძლებელია ღვიძლის მწვავე დაზიანება ტრანსამინაზების მომატებით და/ან სიყვითლით, მათ შორის ღვიძლის უკმარისობის განვითარებით. ძალიან იშვიათად: ღვიძლის ქრონიკული დაავადებები. 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის მკურნალობის შემდეგ სისხლში ტრანსამინაზების თუნდაც ზომიერი მომატების დროსაც კი ეჭვი უნდა მიტანილ იქნას ღვიძლის ქრონიკულ დაზიანებაზე.
სასუნთქი სისტემის მხრივ: აღწერილია ინტერსტიციული ან ალვეოლური პნევმონიტისა და პნევმონიასთან ერთად მაობლიტირებელი ბრონქიოლიტის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით. აღწერილია პლევრიტის რამდენიმე შეთხვევა. ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს ფილტვის ფიბროზის განვითარება, თუმცა ეს ცვლილებები ძირითადად შექცევადია ამიოდარონის ადრეული მოხსნის და კორტიკოსტეროიდების დანიშვნისას (ან მათი დანიშვნის გარეშე). კლინიკური გამოვლინებები ჩვეულებრივ 3-4 კვირაში ქრება. რენტგენოლოგიური სურათისა და ფილტვების ფუნქციის აღდგენა მიმდინარეობს უფრო ნელა (რამდენიმე თვე). თუ პაციენტს, რომელიც ამიოდარონს იღებს, განუვითარდა გამოხატული ქოშინი ან მშრალი ხველა, საერთო მდგომარეობის გაუარესებით (მომატებული მოთენთილობა, სხეულის მასის შემცირება, სხეულის ტემპერატურის მომატება) ან გაუარესების გარეშე, საჭიროებს გულმკერდის რენტგენოგრაფიის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის მოხსნას. ძალიან იშვიათად: ბრონქოსპაზმი მძიმე სუნთქვითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით პაციენტებში ბრონქული ასთმით; მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით და ზოგჯერ უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ (ნავარაუდებია ჟანგბადის მაღალ დოზასთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა).
ენდოკრინული დარღვევები: აღინიშნება ჰიპოთირეოზი მისი კლასიკური გამოვლინებებით: სხეულის მასის მომატება, შემცივნება, აპათია, დაქვეითებული აქტივობა, ძილიანობა, ამიოდარონის მოსალოდნელ მოქმედებასთან შედარებით მეტად გამოხატული ბრადიკარდია. დიაგნოზი დასტურდება სისხლის შრატის თირეოტროპული ჰორმონის მომატებული დონის გამოვლენით. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაცია აღინიშნება მკურნალობის შეწყვეტიდან ჩვეულებრივ 1-3 თვეში. სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციაში შეიძლება ამიოდარონით მკურნალობის გაგრძელება, დამატებით L-თიროქსინის დანიშვნის, სისხლის შრატში თირეოტროპული ჰორმონის კონტროლის ქვეშ. ჰიპერთირეოზი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც მკურნალობის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ (აღწერილია შემთხვევები, როცა ჰიპერთირეოზი განვითარდა ამიოდარონის მოხსნიდან რამდენიმე თვეში). ჰიპერთირეოზი მიმდინარეობს უფრო ფარულად, რამდენიმე სიმპტომით: სხეულის მასის უმნიშვნელო, მაგრამ აუხსნელი დაკარგვა, ანტიარითმიული და/ან ანტიანგინური ეფექტის შემცირება; ხანდაზმულ პაციენტებში ფსიქიკური აშლილობა და თირეოტოქსიკოზის მოვლენებიც კი. დიაგნოზი დასტურდება სისხლის შრატში თირეოტროპული ჰორმონის (ზემგრძნობიარე კრიტერიუმის) დაქვეითებული დონის გამოვლენით. ჰიპერთირეოზის გამოვლენის შემთხვევაში ამიოდარონი უნდა მოიხსნას. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაცია ჩვეულებრივ აღინიშნება პრეპარატის მოხსნიდან რამდენიმე თვეში. ამასთანავე, კლინიკური სიმპტომატიკა ნორმალიზდება უფრო ადრე (3-4 კვირაში), ვიდრე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონისა. მძიმე შემთხვევას შეიძლება მოჰყვეს ლეტალური გამოსავალი, ამიტომ ამ დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. თუ ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება – როგორც თავად თირეოტოქსიკოზის, ისე მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის საშიში დისბალანსის გამო, რეკომენდებულია მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება კორტიკოსტეროიდებით (1 მგ/კგ) საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე (3 თვე). ამ სინთეზური ანტითირეოიდური პრეპარატების გამოყენების ნაცვლად, რომლებიც შეიძლება ამ შემთხვევაში ყოველთვის ეფექტური არ აღმოჩნდეს. ძალიან იშვიათად შესაძლებელია ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომის გამოვლენა.
კანის მხრივ: შეიძლება აღინიშნოს ფოტოსენსიბილიზაცია, ამიტომ პაციენტი უნდა გაფრთხილებულ იქნან იმის შესახებ, რომ მკურნალობის პროცესში საჭიროა ინსოლაციისა და ულტრაიისფერი დასხივებისაგან თავის არიდება. რადიოთერაპიის დროს შეიძლება განვითარდეს ერითემა. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პიგმენტაცია ნელ-ნელა ქრება. არსებობს კანზე გამონაყრის (ჩვეულებრივ – ნაკლებად სპეციფიური) მონაცემები, აგრეთვე ექსფოლიაციური დერმატიტის ცალკეული შემთხვევები (პრეპარატთან კავშირი დადგენილი არ არის). შესაძლოა ალოპეცია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ტრემორი ან სხვა ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ძილის დარღვევა, მათ შორის კოშმარული სიზმრები. იშვიათად: სენსომოტორული, მოტორული და შერეული პერიფერიული ნეიროპათია და/ან მიოპათია, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ძალიან იშვიათად: ნათხემისმიერი ატაქსია, ქალასშიდა კეთილთვისებიანი ჰიპერტენზია (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავის ტკივილი.
სხვა: ძალიან იშვიათად: ვასკულიტი, ეპიდიდიმიტი, იმპოტენციის რამდენიმე შემთხვევა (პრეპარატთან კავშირი დადგენილი არ არის), თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
როტარიტმილი მიიღება პერორალურად ჭამის წინ, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.
დატვირთვის დოზა (“გამაჯერებელი”) დოზა: შეიძლება გამოყენებულ იქნას გაჯერების სხვადასხვა სქემები.
სტაციონარში: საწყისი დოზა, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, შეადგენს 600-800 მგ დღე-ღამეში (მაქსიმალური – 1200 მგ-მდე) 10 გრ ჯამური დოზის მიღწევამდე (ჩვეულებრივ – 5-8 დღის განმავლობაში).
ამბულატორიულად: საწყისი დოზა, გაყოფილი რამდენიმე მიღებად, შეადგენს 600-800 მგ დღე-ღამეში, 10 გ სუმარული დოზის მიღწევამდე (ჩვეულებრივ – 10-14 დღის განმავლობაში).
შემანარჩუნებელი დოზა: საწყისი დოზა სხვადასხვა ავადმყოფებში ვარირებს 100-400 მგ დღე-ღამეში. გამოყენებულ უნდა იქნას მინიმალური ეფექტური დოზა, ინდივიდუალური თერაპიული შედეგის შესაბამისად, დღე-ღამეში 3 მგ/კგ სხეულის მასაზე.
იმის გამო, რომ ამიოდარონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ძალიან ხანგრძლივია, შეიძლება მისი მიღება დღე გამოშვებით ან კვირაში 2 დღის გამოტოვებით.
საშუალო თერაპიული ერთჯერადი დოზა: 200 მგ; საშუალო თერაპიული სადღეღამისო დოზა: 400 მგ.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა: 400 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: 1200 მგ.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების ნიშნების გამოვლენისას როგორც წესი, საკმარისია, პრეპარატის დოზის შემცირება ან დროებით მისი მიღების შეწყვეტა.
ერთდროულად პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სინუსური ბრადიკარდია, გულის გაჩერება, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შეტევები, “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული ტაქიკარდია. შესაძლებელია ატრიოვენტრიკულური გამტარობის შენელება, უკვე არსებული გულის უკმარსობის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, თუ პრეპარატი მიღებული იყო ცოტა ხნის წინ. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ამიოდარონი და მისი მეტაბოლიტები არ გამოიდევნება დიალიზის დროს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია. ბრადიკარდიის განვითარებისას შეიძლება ბეტა-ადრენოსტიმულატორების დანიშვნა ან კარდიოსტიმულატორის გამოყენება, ხოლო “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის შემთხვევაში მაგნიუმის მარილების ინტრავენური შეყვანა ან კარდიოსტიმულაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
უკუნაჩვენებია კომბინაცია იმ პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს “პირუეტის” (ტორსადე დე პოინტეს) ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (ამიოდარონთან ერთად ამ პრეპარატების მიღებისას იზრდება პოტენციურად ლეტალური “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი):
– ანტიარითმიული საშუალებები: 1А ჯგუფის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი), III ჯგუფის (დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმის ტოზილატი), სოტალოლი;
– სხვა (არა ანტიარითმიული) პრეპარატები, ისეთი, როგორიც არის ბეპრიდილი, ვინკამინი; ზოგიერთი ნეიროლეფსიური საშუალებები: ფენოთიაზინები (ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპრიდი, თიაპრიდი, ვერალიპრიდი), ბუტიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი), სერტინდოლი, პიმოზიდი; ტრიციკლური ანდიდეპრესანტები; ციზაპრიდი; მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი ინტრავენური შეყვანისას, სპირამიცინი); აზოლები; ანტიმალარიული საშუალებები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი); პენტამიდინი პარენტერალური შეყვანისას; დიფემანილის მეთილსულფატი; მიზოლასტინი; ასტემიზოლი; ტერფენადინი; ფტორქინოლონები (უმეტესწილად, მოქსიფლოქსაცინი).
არარეკომენდებული კომბინაციები შემდეგ საშუალებებთან:
– ბეტა-ადრენობლოკერები, კალციუმის “ნელი” არხების ბლოკერები, რომლებიც ანელებენ გულის შეკუმშვის სიხშირეს (ვერაპამილი, დილთიაზემი), ვინაიდან არსებობს ავტომატიზმისა (გამოხატული ბრადიკარდიის) და გამტარობის უნარის დათრგუნვის რისკი.
– ნაწლავების პერისტალტიკის მასტიმულირებელი სასაქმებელი პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალემია, რაც ზრდის “პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკს. ამიოდარონის მიღებისას გამოყენებულ უნდა იქნას სხვა ჯგუფის სასაქმებელი პრეპარატები.
სიფრთხილეს მოითხოვს შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციები:
– პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოკალემია: ჰიპოკალემიის გამომწვევი დიურეზული საშუალებები (მონოთერაპია ან კომბინაცია), ამფოტერიცინი B (ი/ვ), სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი. პარკუჭოვანი რითმის დარღვევის განვითარების რისკის გაზრდა, განსაკუთრებით “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა (ხელშემწყობი ფაქტორია ჰიპოკალემია). აუცილებელია სისხლში ელექტროლიტების დონის კონტროლი, საჭიროებისას – ჰიპოკალემიის კორექცია და პაციენტზე კლინიკური და ელექტროკარდიოგრაფიული დაკვირვება. “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ანტიარითმიული საშუალებების მიღება (საჭიროა პარკუჭოვანი კარდიოსტიმულაციის დაწყება, შეიძლება მაგნიუმის მარილების ინტრავენური შეყვანა);
– პროკაინამიდი: ამიოდარონმა შეიძლება გაზარდოს პროკაინამიდისა და მისი მეტაბოლიტის – N-აცეტილპროკაინამიდის კონცენტრაცია პლაზმაში, რაც ზრდის პროკაინამიდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
– არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულაციური საშუალებები: ამიოდარონის ვარფარინთან კომბინაციის შემთხვევაში შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულაციური საშუალებების ეფექტების გაძლიერება, რაც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს. საჭიროა პროთრომბინის დროის ხშირი კონტროლი და ანტიკოაგულაციური საშუალებების დოზის კორექცია, როგორც ამიოდარონით მკურნალობის პერიოდში, ისე მისი მოხსნის შემდეგ.
– საგულე გლიკოზიდები (სათითურას პრეპარატები): ავტომატიზმისა (გამოხატული ბრადიკარდია) და წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარობის დარღვევის განვითარების რისკი. გარდა ამისა, ამიოდა