ნაპროფი
NAPROFF
სავაჭრო დასახელება
ნაპროფი, Naproff
საერთაშორისო არაატენტირებული დასახელება
ნატრიუმის ნაპროქსენი, Naproxen sodium
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა:
ნაპროფი 275 მგ
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული, თეთრი ფერის ტაბლეტები.
ნაპროფი 550 მგ
ოვალური, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული, თეთრი ფერის ტაბლეტები, გამყოფი ნაჭდევით ორივე მხარეზე.
შემადგენლობა
ნაპროფი 275 მგ
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ნაპროქსენი 275 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრა თეთრი (Y-1-7000).
ნაპროფი 550 მგ
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ნაპროქსენი 550 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრა თეთრი (Y-1-7000).
პრეპარატის ათქ კოდი M01AE02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. პროპიონის მჟავას წარმოებულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაპროფი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს. ნაპროქსენ ნატრიუმი, პრეპარატის აქტიური ნივთიერება, წარმოადგენს პროპიონის მჟავას წარმოებულს. ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება.
ნაპროფის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ლეიკოციტების მიგრაციის შეფერხებაში, ლიზოსომების აქტივობისა და ანთების მედიატორების აქტივობის დაქვეითებაში. პრეპარატი წარმოადგენს ლიპოოქსიგენაზას ძლიერ ინჰიბიტორს, აბლოკირებს არაქიდონის მჟავას სინთეზს. გარდა ამისა, აფერხებს ცოგ-1 და ცოგ-2 აქტივობას, რასაც მივყავართ პროსტაგლანდინების შუალედური პროდუქტების სინთეზის დათრგუნვამდე, რომლებიც არსებით როლს თამაშობენ ანთების, ტკივილის და ტემპერატურული რეაქციების გენეზში. აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას. ნაპროქსენ ნატრიუმი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ ანალგეტიკს და გავლენას არ ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
სწრაფი და სრული შეწოვის წყალობით, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დგება პრეპარატის მიღებიდან 15-30 წუთის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას ნატრიუმის ნაპროქსენი სწრაფად და პრაქტიკულად სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა 95%-ს შეადგენს. ნაპროქსენის ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-17 საათია.
აბსორბცია: საკვების მიღება გავლენას არ ახდენს სისხლში ნაპროქსენის კონცენტრაციაზე. ნატრიუმის ნაპროქსენის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.
გადანაწილება: განაწილების მოცულობა შეადგენს 0,16 ლ/კგ. თერაპიულ კონცენტრაციებში მიღებისას აქტიური ნივთიერების 99% უკავშირდება ცილებს.
მეტაბოლიზმი: ნაპროქსენი მეტაბოლიზდება ღვიძლში 6-O-დესმეთილნაპროქსენამდე. შემდეგ ნაპროქსენიც და 6-O-დესმეთილნაპროქსენიც ერთვებიან კონიუგაციის რეაქციაში.
გამოყოფა: ნაპროქსენის კლირენსი შეადგენს 0,13 მლ/წთ/კგ. ნაპროქსენის დაახლოებით 95% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი ნაპროქსენის, 6-O-დესმეთილნაპროქსენის და მათი კონიუგატების სახით.
გამოყენების ჩვენებები
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები: რევმატოიდული, პოდაგრული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), ოსტეოართროზი, რბილი ქსოვილების რევმატოიდული დაზიანება, პერიფერიული სახსრების და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომით, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი.
- ტკივილის სინდრომი: მიალგია, ოსალგია, ნევრალგია, ართრალგია, რადიკულიტი, პოდაგრა, თავის და კბილის ტკივილი, ტენდინიტი, ონკოლოგიური დაავადებები, ანთებით მიმდინარე პოსტტრავმული (დაჭიმვა და დაჟეჟილობა) და ოპერაციის შემდგომი ტკივილის სინდრომი (ტრავმატოლოგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიაში, ყბა-სახის ქირურგიაში), ალგოდისმენორეა, ადნექსიტი.
- როგორც დამხმარე საშუალება გამოხატული ტკივილის სინდრომით მიმდინარე ზემო სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს: ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი.
- ცხელების სინდრომი გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს, ნაპროფი გამოიყენება სიმპტომური თერაპიისთვის (ტკივილის, ანთების და სხეულის მომატებული ტემპერატურის შესამცირებლად) და არ ახდენს გავლენას დაავადების პროგრესირებაზე.
- შაკიკის შეტევები და პროფილაქტიკა.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ნაპროქსენის მიმართ;
- ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, სხვა ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს მიღებასთან.
- თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ);
- ღვიძლის გამოხატული უკმარისობა ან ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში;
- კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება აქტიურ ფაზაში, აქტიური სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- ნაპროფი 275 მგ არ არის რეკომენდირებული 9 წელზე უმცროსი ასაკის და/ან 27 კგ ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებისთვის, ნაპროფი 550 მგ – ბავშვებში და მოზარდებში 15 წელს ქვემოთ.
გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, ყაბზობა, დიარეა, ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა, სისუსტე, რეაქციის სისწრაფის შენელება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია, გრანულოციტოპენია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
დოზირება და გამოყენების წესი
ნაპროფი მიიღება ორალურად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
არ არის სასურველი მკურნალობის შეწყვეტა ან დოზირების რეჟიმის შეცვლა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებების დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 550-1100 მგ 2-ჯერ დღეში 12 საათიანი ინტერვალით. შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს 550 მგ.
ტკივილის სინდრომის დროს პრეპარატი ინიშნება თავიდან დოზით 550 მგ, შემდეგ 275 მგ ყოველ 6-8 საათში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ. აუცილებლობის შემთხვევაში, ტკივილის ეფექტური გაყუჩების მიზნით სადღეღამისო დოზა გარკვეული დროის განმავლობაში შიეძლება გაიზარდოს 1650 მგ-დე პაციენტებში, რომლებსაც არ აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები.
პოდაგრის შეტევის დროს საწყისი დოზა შეადგენს 825 მგ, შემდეგ 275 მგ ყოველ 8 საათში შეტევის დამთავრებამდე.
შაკიკის შეტევების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება დოზით 550 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ შაკიკის შეტევების სიხშირე, ინტენსივობა და ხანგრძლივობა 4-6 კვირის განმავლობაში არ მცირდება. შაკიკის შეტევების პირველი ნიშნების გამოვლენის დროს მიიღება 825 მგ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით 275-550 მგ 30 წუთის შემდეგ.
მენსტრუალური ტკივილების და სპაზმების შემსუბუქების მიზნით, საშვილოსნოსშიდა სპირალის შეყვანით გამოწვეული ტკივილისა და სხვა გინეკოლოგიური ტკივილების (ადნექსიტი, მშობარობა /ანალგეზიური და ტოკოლიზური საშუალების სახით/) დროს რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა საწყისი დოზით 550 მგ, შემდეგ 275 მგ ყოველ 6-8 სთ-ში.
სიცხის დამწევი ეფექტის მისაღწევად საწყისი დოზა შეადგენს 550 მგ, შემდეგ 275 მგ ყოველ 6-8 სთ-ში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ძილიანობა, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი – 0,5 გ/კგ. დიალიზი არაეფექტურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ზრდიან ფენიტოინის, სულფანილამიდების, მეტოტრექსატის პლაზმურ კონცენტრაციას.
არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას აღწერილია ანტიკოაგულანტების მოქმედების უმნიშვნელო გაძლიერების შემთხვევები.
მაგნიუმისა და ალუმინის, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის შემცველ ანტაციდებთან ერთდროული გამოყნებისას ქვეითდება ნაპროქსენის აბსორბცია.
ნაპროფისა და ფუროსემიდის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ფუროსემიდის ნატრიურეზული ეფექტის შემცირება.
პრეპარატი აქვეითებს ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიურ ეფექტს, ლითიუმის იონების გამოყოფას და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.
პრედნიზოლონთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში პრედნიზოლონის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მომატება; პრობენეციდთან – სისხლის პლაზმაში ნაპროქსენის კონცენტრაციის გაზრდა, მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდის გამო.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის სასურველი რეკომენდებული დოზების გადაჭარბება.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დისპეფსიური სინდრომების არსებობის დროს. თავი უნდა ავარიდოთ ნაპროქსენის მიღებას ქირურგიულ ჩარევამდე 48 საათის განმავლობაში.
მკურნალობის პროცესში აუცილებელია ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის, პერიფერიული სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი.
ქრონიკული ალკოჰოლური და სხვა ფორმის ციროზის დროს შეუკავშირებელი ნაპროქსენის კონცენტრაცია მატულობს, ამიტომ ასეთ პაციენტებში რეკომენდებულია უფრო დაბალი დოზები.
ნაპროფი არ გამოიყენება სხვა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაჩებელ პრეპარატებთან ერთად, ექიმის დანიშნულების გარეშე.
17-კეტოსტეროიდების კონცენტრაციის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში ნაპროქსენი უნდა მოვხსნათ გამოკვლევამდე 48 საათით ადრე.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატის უფრო დაბალი დოზები.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
ნაპროფის გამოყენებისას თავი უნდა შევიკაოთ პოტენციურად საშიში საქმიანობისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული, რადგან ნაპროქსენი გადის პლაცენტარულ ბარიერს; ორსულებში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი სიფრთხილით მიიღება, რადგან მცირე რაოდენობით გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ნაპროქსენის, ისევე როგორც სხვა პროსტაგლანდინების სინთეზის მაბლოკირებელი პრეპარატების გამოყენებამ, შეიძლება გავლენა იქონიოს ფერტილობაზე, ამიტომ არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
გამოშვების ფორმა
ნაპროფი 275 მგ
შემოგარსული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
ნაპროფი 550 მგ
შემოგარსული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად - მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი
(“ROTAPHARM”, GREAT BRITAIN).
დამზადებულია
,,ბიოფარმა ილაჩ სან. ვე ტიდჟ ა. შ.’’-ს მიერ, (აკპინარ მახალესი ფატიხ დჟადესი, #17, 34885 სამანდირა – სანდჟაკტეპე – სტამბული, თურქეთი).
“Biofarma Ilaç San. ve Tic. A.Ş.” (Akpınar Mah. Fatih Cad. No : 17, 34885 Samandıra – Sancaktepe – Istanbul / Turkey).