სავაჭრო დასახელება:
ერბინოლი, Erbinol.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ტერბინაფინი, Terbinafine.
წამლის ფორმა:
სპრეი გარეგანი გამოყენებისთვის.
აღწერილობა: გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცირებული ხსნარი, უფერო ან ყვითელი ელფერით.
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10.08 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 300, ეთანოლი 96%-იანი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: D01AE15
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ტერბინაფინი წარმოადგენს ალილამინს და გააჩნია ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სოკოს უჯრე-დის მემბრანაში სტერინების ბიოსინთეზის ადრეული ეტაპის სპეციფიკურ დათრ-გუნვასთან. ეს იწვევს ერგოსტერინის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა და-გროვებას, რაც განაპირობებს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედე-ბა ხორციელდება სოკოების უჯრედების მემბრანებში სკვალენეპოქსიდაზას ინჰი-ბირების გზით. ეს ფერმენტი არ მიეკუთვნება ციტოქრომ P450 სისტემას, ამიტომ ერბინოლი გავლენას არ ახდენს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ტერბინაფინი მოქმედებს დერმატოფიტებზე, საფუარას მსგავს და ობის სოკოებზე, და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. დაბალ კონცენტრაციებში ავლენს ფუნგიცი-დურ აქტივობას დერმატოფიტებთან (Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum, Trychophyton tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum), ობის სოკოებთან (მათ შორის Aspergillus, Cladosporium, Scopulariopsis brevicaulis) დამოკიდებულებაში. სოკოს სახეობის მიხედვით მოქმედება კანდიდა-ს გვარის საფუა-რას სოკოებზე (ძირითადად Candida albicans) შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტა-ტური. ადგილობრივი გამოყენებისას, ტერბინაფინი აქტიურია აგრეთვე ქატოსებრი (ნაირ-ფერი) ლიქენის გამომწვევის - Pityrosporum orbiculare (Malassezia furfur) მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი გამოყენებისას ტერბინაფინი სწრაფად აღწევს კანის დერმალურ შრეში და გროვდება რქოვანას შრეში, ფრჩხილებსა და თმებში, აბსორბცია - 5%-ზე ნა-კლები, ახასიათებს უმნიშვნელო სისტემური მოქმედება.
გარეგანი გამოყენებისას არ არის გამორიცხული სამკურნალო საშუალების მოხვე-დრა დედის რძეში.
გამოყენების ჩვენებები:
- კანის სოკოვანი ინფექციები: ტერფის მიკოზები, საზარდულის ეპიდერმოფიტია (tinea cruris), , დერმატოფიტებით Trichophyton spp., m.S., Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton violaceum, Microsporum canis da Epidermophyton floccosum გამოწვეული სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაზიანებები (tinea corporis).
- ნაირფერი ლიქენი, გამოწვეული Malasseziafurfur-ის მიერ.
მიღების წესი და დოზირება:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
პრეპარატის დატანამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთის გულმოდგინედ გასუფთავება და გაშრობა.
პრეპარატს აფრქვევენ დაზიანებულ კანზე და მოსაზღვრე ნაწილებზე იმ რაოდე-ნობით, რომელიც საკმარისია მათი დატენიანებისთვის, და ოდნავ შეიზელენ.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში ჩვენების მიხედვით.
ჩატარებული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენების და დაავადე-ბის მიმდინარეობის სიმძიმეზე.
ტერფის, ტანის, კოჭების დერმატომიკოზების დროს: დღე-ღამეში 1-ჯერ, გამოყე-ნების ხანგრძლივობა - 1 კვირა.
ნაირფერი ლიქენის დროს: დღე-ღამეში 2-ჯერ, გამოყენების საშუალო ხანგრძლი-ვობა - 1 კვირა.
დაავადების კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტისას არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. თუ მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემა-ვალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
გვერდითი მოქმედება:
სიწითლე დატანის ადგილზე, წვის ან ქავილის შეგრძნება, თუმცა ეს გამოვლინე-ბები იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარებაც საჭიროებს მკურნა-ლობის შეწყვეტას.
განსაკუთერებული მითითებები:
ხანდაზმული ასაკის პირებისთვის ერბინოლის დოზირების რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის.
უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალის, ცხვირის, პირის ლორწოვანზე. სპრეის თვალში მოხვედრისას აუცილებლია დიდი რაოდენობა წყლით გამორეცხვა, და მდგრადი გაღიზიანების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ერბინოლი სპრეის ფორმით სიფრთხილით დაიტანება კანის დაზიანებულ უბ-ნებზე, რადგან სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
ერბინოლით მკურნალობისას საჭიროა ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვა განმეო-რებითი ინფიცირების (თეთრეულის, ფეხსაცმლის გზით) თავიდან აცილების მიზ-ნით.
გამოყენება პედიატრიაში:
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის პერიოდში მონაცემები ტერბინაფინის გამო-ყენების უსაფრთხოების შესახებ არ არის, პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი დადებითი ეფექტი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუ-ძუთი კვება შეწყდეს.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სპრეის ფორმით ტერბინაფინის სამკურნალწამლო ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობები არ არის.
გამოშვების ფორმა:
სპრეი გარეგანი გამოყენებისათვის 20 მლ პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევით და სახურავით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია „როტაფარმი“, დიდი ბრიტანეთი
(„ROTAPHARM“, GREAT BRITAIN).
დამზადებულია
“რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.”-ის მიერ, ოტოპენი, ეროილორის ქუჩა 1ა, რუმინეთი
( „Rompharm Company S.R.L.“, Otopeni, Eroilor street 1 A, Romania).