სალტამარე პლიუსი (SALTAMARE PLUS)
ზღვის წყალი, 0,9%-იანი იზოტონიური ხსნარი
ნაზალური სპრეი
სტერილური
შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ზღვის წყლის სტერილური იზოტონური (0,9%) ხსნარი, 0,03%-იანი ალოე ვერას ბუნებრივი ექსტრაქტი, 0,2%-იანი ევკალიპტის ზეთი.
აღწერილობა
უფერო გამჭვირვალე სითხე მარილის გემოთი.
თვისებები
პრეპარატი სალტამარე პლიუსი შეიცავს ბუნებრივი ზღვის წყლის ყველა აქტიურ ნივთიერებასა და მიკროელემენტებს: K, Mg, Na, Cl, Se, I, Ca, Zn, Cu, Fe და სხვა.
სალტამარე პლიუსი ხელს უწყობს ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას; გამორეცხავს ცხვირის ღრუს და ცხვირ-ხახის ყველა ნაწილს ასუფთავებს რა მათ ბაქტერიების, ვირუსების, ალერგენების, ქერქისა და ლორწოსაგან; ასტიმულირებს წამწამოვანი ეპითელიუმის დამცავ ფუნქციას, ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს და ლორწოვანი გარსის რეზისტენტობას პათოგენური ვირუსების და ბაქტერიების მიმართ; ამცირებს ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ხსნის გაღიზიანებას, ავლენს ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელ მოქმედებას, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას; ზრდის სამკურნალო მედიკამენტების თერაპიულ ეფექტს, რომლებიც ინიშნება ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსებზე, ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას; აჩქარებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციის (შეხორცების და აღდგენის) პროცესებს და ამცირებს ცხვირის ღრუსა და წიაღებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი გართულებების რისკს. ხსნის ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან: თამბაქო, გამონაბოლქვი ჰაერი, საწარმოო მტვერი, კონდიცირებული ჰაერი, ცენტრალური გათბობა, ეკოლოგიური და განსაკუთრებული კლიმატური პირობები.
პრეპარატ სალტამარე პლიუსის კომპონენტები ალოეს ექსტრაქტი და ევკალიპტის ზეთი აძლიერებენ ზღვის წყლის ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და რეგენერაციულ თვისებებს. ალოეს ექსტრაქტი დამატებით ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
პრეპარატის შეფრქვევის მიკროდიფუზური სისტემა უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის ღრმა და ინტენსიურ დატენიანებას
გამოყენების ჩვენებები
- ცხვირის ღრუს, ცხვირ-ხახისა და სინუსების მწვავე, ქრონიკული, ინფექციური და ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები;
- ცხვირის ღრუსა და ცხვირის დანამატ წიაღებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევების შემდგომ ლორწოვანი გარსის რეგენერაცია და გართულებების პროფილაქტიკა;
- ცხვირის ღრუს მომზადება მედიკამენტოზური თერაპიისათვის;
- ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენა;
- ცხვირის ღრუს სიმშრალე;
- მავნე ფაქტორების (თამბაქო, კონდიცირებული ჰაერი, საწარმოო მტვერი და სხვა) ზეგავლენა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება პედიატრიაში
1 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ზღვის წყლის (იზოტონიური ხსნარის) წვეთების სახით გამოყენება.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი სალტამარე გამოიყენება ინტრანაზალურად.
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მკურნალობის მიზნით ინიშნება თითო შესხურება თითოეულ ნესტოში 4-6-ჯერ დღეში, ხოლო ცხვირის ღრუს ჰიგიენისათვის - 1-4-ჯერ დღეში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რადგანაც პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღნიშნული არ არის. შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება.
გვერდითი მოქმედება
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ სალტამარე პლიუსის ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღნიშული.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ჩ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა
ნაზალური სპრეი.
50 მლ პრეპარატი ალუმინის ფლაკონში პოლიეთილენის გამფრქვევი ადაპტერით და პოლიპროპილენის ხუფით.
ფლაკონი გამფრქვევი ადაპტერთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.