პროდუქცია
WORLD OPHTHALMICS
ნელადექსი თვალის მალამო

ნელადექსი თვალის მალამო

ვებ გვერდი: http://www.wm-ophthalmics.com/

ნელადექსი
NELADEX
 
სავაჭრო დასახელება
ნელადექსი, Neladex
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსამეტაზონი, ნეომიცინი, პოლიმიქსინ B.
Dexamethasone, Neomycin, Polymyxin B
 
წამლის ფორმა
თვალის მალამო.
აღწერილობა: ჰომოგენური, გამჭვირვალე, უსუნო მალამო, ყვითლიდან ყვითელ-მოთეთრო ფერამდე.
 
შემადგენლობა
მალამოს 1 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1 მგ,
                        ნეომიცინი (სულფატის სახით) 3.5 მგ                                               
                        პოლიმიქსინი B- სულფატი – 6000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: S01СА01
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დექსამეტაზონი ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
 
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ნელადექსი თვალის მალამოს გააჩნია ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება.
 
ჩვენებები
ნელადექსი თვალის მალამო გამოიყენება თვალების ანთებითი და ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
 
უკუჩვენებები
ნელადექსი თვალის მალამო უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს.
 
გვერდითი მოქმედება
ნელადექსი თვალის მალამოს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
 
გამოყენების წესი და დოზები:
ნელადექსის მალამოს მცირე რაოდენობა გამოიყენება 2-ჯერ დღე-ღამეში (დილით და ძილის წინ), ან იწვეთებენ ნელადექსის თვალის წვეთებს მალამოს გამოყენებით მხოლოდ ძილის წინ.
 
სიფრთხილის ზომები
ფრთხილად გამოიყენება გლაუკომით და კატარაქტით დაავადებულ პაციენტებში.
 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
გამოშვების ფორმა:
ნელადექსი თვალის მალამო გამოდის 5 გ ალუმინის ტუბში.
1 ალუმინის ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.