პროდუქცია
WORLD OPHTHALMICS
მედროლგინი თვალის წვეთები

მედროლგინი თვალის წვეთები

ვებ გვერდი: http://www.wm-ophthalmics.com/

მედროლგინი
MEDROLGIN
 
სავაჭრო დასახელება
მედროლგინი, Medrolgin
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
კეტოროლაკი, Ketorolac
 
წამლის ფორმა
თვალის წვეთები
აღწერილობა: გამჭვირვალე ხსნარი უფეროდან ღია ყვითელ ფერამდე.
 
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამინი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ოქტოქსინოლ 40, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლო-რიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავა, გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი S01BC05
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ადგილობრივი გამოყენე-ბისათვის ოფთალმოლოგიაში.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
მედროლგინი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს, რო-მელსაც აქვს ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც გან-პირობებულია კეტოროლაკის ტრომეტამინის მიერ, არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმის ძირითად ფერმენტის ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით. ადგილობრივი გამოყენებისას, აქვეითებს პროსტაგლანდინების კონცენტრაციას თვალშიდა სითხეში.
მედროლგინი არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას თვალშიგა წნევაზე. კონიუნქტი-ვალურ პარკში ინსტილაციის შემდეგ, პლაზმაში კეტოროლაკის ძალიან დაბალი ან უმნიშვნელო დონე, ადგილობრივი გამოყენებისას მიუთითებს სისტემურ სისხლის მი-მოქცევაში პრეპარატის მინიმალურ აბსორბციაზე.
 
გამოყენების ჩვენებები
- კატარაქტისა და თვალის წინა სეგმენტზე ჩატარებული სხვა ოფთალმოლოგიური ოპერაციების შემდგომ განვითარებული ანთებისა და მასთან დაკავშირებული სიმპტო-მების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- თვალების ქავილის შემსუბუქება სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტისას.
 
გამოყენების წესი და დოზირება
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას.
თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ განვითარებული ანთებითი პროცესები-სათვის ოპერაციიდან 24 საათში აწვეთებენ თითო წვეთს 4-ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში.
სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტისას პრეპარატს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში თითო წვეთს 4 ჯერ დღე-ღამეში.
თავი უნდა ავარიდოთ საწვეთურის წვერის შეხებას რაიმე ზედაპირთან, რათა ავიცი-ლოთ ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენება არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარებისას.
 
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
 
გვერდითი მოქმედება
ინსტილაციის შემდეგ თვალების დროებითი წვა და გაღიზიანება, კონიუნქტივის ჰიპე-რემია, რქოვანას ინფილტრაცია, ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, თავის ტკივი-ლი, თვალების შეშუპება, თვალების ქავილი, თვალების ზედაპირული ინფექციები, თვალების ტკივილი.
იშვიათად – რქოვანას წყლული (წყლულოვანი კერატიტი), რქოვანას ინფილტრაცია, მხედველობის დაბინდვა, თვალების სიმშრალე, გაძლიერებული ცრემლდენა.
 
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მხედველობის შესაძლო დარღვევების გამო, რომელიც ვითარდება ჩაწვეთებისთანავე, მხედველობის ნორმალიზებამდე საჭიროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისაგან.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.
 
გამოყენება პედიატრიაში
12 წლამდე ასაკის ბავშვებში მედროლგინის თვალის წვეთების გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შესაძლებელია მედროლგინის  გამოყენება თვალის წვეთებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ანტიბიოტიკებს, ბეტა-ბლოკატორებს, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებს და მიდრიატიკებს, ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩაწვეთებებს შორის არანაკლებ 5 წუ-თიანი  ინტერვალის დაცვა.
მედროლგინის სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, პენ-ტოქსიფილინთან, ანტიკოაგულანტებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ოპერა-ციის შემდგომი სისხლდენის განვითარების რისკის ზრდა.
 
დოზის გადაჭარბება
დადგენილი არ არის.
 
გამოშვების ფორმა
მედროლგინი, თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვე-თურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფ-ში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
 
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.