სიმალგელი
SIMALGEL
სავაჭრო დასახელება
სიმალგელი, SIMALGEL
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები სუსპენზია.
შემადგენლობა
სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ალუმინის ჰიდროქსიდის მშრალი გელი 405 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი 100 მგ
სიმეთიკონი 125 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლიმნის მჟავა უწყლო, ბაღის პიტნის ზეთი, მანიტოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის საქარინატი, სორბიტის 70%-იანი ხსნარი, წყალბადის ზეჟანგი კონცენტრ., 95%-იანი ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი A02AF02
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტაციდური პრეპარატი მეტეორიზმის საწინააღმდეგო (გაზგამყვანი) საშუალებასთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტაციდური, შემომგარსველი, მაადსორბირებელი საშუალება. გააჩნია მაქსიმალური მჟავამანეიტრალებელი ეფექტი, ამცირებს კუჭის წვენის პეპტიურ აქტივობას და იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან. სიმეთიკონი, რომელიც წარმოადგენს გაზგამყვან საშუალებას, აქრობს მეტეორიზმის კლინიკურ გამოვლინებებს (ტკივილი, ბოყინი, მუცლის შებერილობის შეგრძნება, ყურყური და სხვა).
პრეპარატის წამლის ფორმა ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე მის თანაბარ გადანაწილებას და ეფექტის გახანგრძლივებას.
გამოყენების ჩვენებები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები მომატებული ან ნორმალური სეკრეტორული ფუნქციით, მეტეორიზმით (ნაწლავებში აირების ჭარბი წარმოქმნა). გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
- მწვავე გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია;
- საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- დუოდენოგასტრალური რეფლუქსი.
სიმალგელი გამოიყენება, აგრეთვე, არასწორი კვებით, ალკოჰოლის, ყავის და ნიკოტინის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული დისპეფსიური მოვლენებისას (დისკომფორტი და ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა კუჭის მჟავე შიგთავსით).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები (სისხლის შრატში მაგნიუმისა და ალუმინის იონების კონცენტრაციის მატების საფრთხის გამო, რაც თირკმელების საშუალებით მათი გამოყოფის შენელებით არის გამოწვეული), 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გამოიყენება სიფრთხილით
ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში, ალკოჰოლიზმის და ეპილეფსიის დროს, ორსულებში.
გაფრთხილება
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ სუსპენზია!
ინტერვალი სიმალგელისა და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის 1-2 საათს უნდა შეადგენდეს. სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში _ მკურნალი ექიმის დაკვირვების ქვეშ.
პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია სისხლში ფოსფორისა და მაგნიუმის შემცველობის კონტროლი.
მიღების წესი და დოზირება
შიგნით მისაღები სუსპენზია.
მოზრდილებში სიმალგელს ნიშნავენ 10-15 მლ-ს 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ.
რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს პრეპარატი მიიღება ჭამიდან ხანმოკლე პერიოდში.
მკურნალობის კურსი – 2-3 თვე.
ეპიზოდური მიღებისას (დისკომფორტი, გამოწვეული არასწორი კვებით) გამოიყენება 10 მლ ერთჯერადად.
10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დოზირებას ადგენს მკურნალი ექიმი (ჩვეულებრივ, ინიშნება მოზრდილთათვის განკუთვნილი დოზის 1/2).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სიმალგელის გამოყენებისას ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ჰისტამინური Н2-რეცეპტორების ბლოკატორებთან, სათითურას გლიკოზიდებთან, რკინის მარილებთან, ციპროფლოქსაცინთან, ფენოთიაზინთან, იზონიაზიდთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ინდომეტაცინთან, კეტოკონაზოლთან და სხვ. ერთად შესაძლებელია ამ უკანასკნელთა თერაპიული ეფექტის შემცირება.
გვერდითი მოქმედება
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლოა ალუმინისა და მაგნიუმის კონცენტრაციის მატებით განპირობებული ინტოქსიკაციის განვითარება. შესაძლოა ძვალ-სახსროვანი დაავადებების და ალცჰეიმერის დაავადების გამწვავება (ხანდაზმულ პაციენტებში). იშვიათ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მხრივ შესაძლოა გამოვლინდეს გემოს შეგრძნების მოშლა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები სუსპენზიის 125, 180 ან 300 მლ ფლაკონში.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში დოზირებულ ჭიქასთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 250ჩ-მდე ტემპერატურაზე. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა!
ინახება ბავშვები¬სათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.