პროდუქცია
WORLD MEDICINE
დეკლოსიდი

დეკლოსიდი

ვებ გვერდი: http://www.worldmedicine.co.uk/

დეკლოსიდი
DECLOSID
 

წამლის ფორმა
კრემი.
აღწერილობა: ღია ყავისფერი ერთგვაროვანი კრემი უცხო ჩანართების გარეშე.
 
შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:  ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო 0,25 მგ,
                        კლოტრიმაზოლი 10 მგ,
                        გენტამიცინის სულფატი 1 მგ,
                        კლიოქინოლი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი ღია ფერის პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტომაკროგოლი 1000, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი D07CC04 
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პრეპარატი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის. ბეკლომეტაზონი ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დეკლოსიდი  კომბინირებული პრეპარატი გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით  ბეკლომეტაზონის დიპროპიონატით, კლოტრიმაზოლით, გენტამიცინის სულფატით და კლიოქინოლით.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი  სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც იწვევს მემბრანის თვისებების ცვლილებას და უჯრედის ლიზისს. აქტიურია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) mimarT. klotrimazoli aseve aqtiuria Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph. spp., Trichomonas  ვაგინალის მიმართ.
გენტამიცინის სულფატი  ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
კლიოქინოლი ახდენს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ადგილობრივი მოქმედება განპირობებულია ელემენტარული იოდის უნარით მოახდინოს ქსოვილოვანი ცილების დალექვა.
 
გამოყენების ჩვენებები
 დერმატიტები;
 ეგზემა;
 ნეიროდერმიტი;
 ოტომიკოზები;
 ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
 ვაგინალური კანდიდოზი;
 კანის ჩირქოვანი დაავადებები;
 გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
 
გამოყენების წესი და დოზები
დეკლოსიდი თხელი ფენით დაიტანება 2-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ ზედაპირზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით.
 
უკუჩვენებები
 ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;
 კანის ტუბერკულოზი;
 სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;
 ჩუტყვავილა;
 მარტივი ჰერპესი;
 პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები;
 ღია ჭრილობაზე დატანება;
 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.
 
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
 
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება.
თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.
პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა. 
შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტი-კებთან. ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით.
 
 
 

გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და ექიმის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ბეკლომეტაზონთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. დეკლოსიდის, ისევე როგორც სხვა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოიდუ-
ლი საშუალებების, კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ქალაშიდა წნევის მომატება.     
 
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში დეკლოსიდის დანიშვნისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის დადგენილი პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, კუშინგის სინდრომის გამოვლინებები) განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური.
 
გამოშვების ფორმა
კრემი, ალუმინის ტუბში 30 გ.
1 ტუბი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.