პროდუქცია
ROTAPHARM
ტოქსივენოლი ამპულა

ტოქსივენოლი ამპულა

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

ტოქსივენოლი
TOXIVENOL
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ტროქსერუტინი, Troxerutin
კარბაზოქრომი, Carbazochrome
 
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
 
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 ამპულა (3 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ტროქსერუტინი 150 მგ, კარბაზოქრომი 1,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი C05CA54
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოპრტოტექტორები. კაპილარების გამავლობის შემამცირებელი პრეპარატები.
ჰემოსტაზური საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების, ტროქსერუტინისა და კარბაზოქრომის, ოპტიმალური კომბინაცია განაპირობებს მის მაღალ ფარმაკოლოგიურ ეფექტურობას, რაც საშუალებას იძლევა მიზანმიმართულად ჩატარდეს სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და სისხლდენის სინდრომების მკურნალობა კაპილარების მომატებული სისუსტის დროს.
ტროქსერუტინი, ვიტამინი P4, არის ბიოფლავონოიდი, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვოვან რეზისტენტობას (სისხლძარღვების დამცავი მოქმედება) და ამცირებს განვლადობას, ხელს უშლის რა სისხლის თხევადი კომპონენტის ჭარბ შეღწევას ქსოვილებში (გამავლობისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება). პრეპარატი აძლიერებს ჩ ვიტამინის მოქმედებას, რაც გავლენას ახდენს მემბრანის განვლადობაზე და თრგუნავს ჰიალურონის სინთეზს, რომელიც აქტივაციის შედეგად გამოიმუშავებს მუკოპოლისაქარიდს - ჰიალურონის მჟავას, რომელიც, თავის მხრივ, პასუხს აგებს სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეზე. გარდა ამისა, აღინიშნება ჰისტამინის (ჰისტამინი აფართოებს სისხლძარღვებს და იწვევს შეშუპებას) გამოთავისუფლების შემცირება.
კარბაზოქრომი – ორთოქინონი, ადრენალინის დაჟანგვის პროდუქტი სიმპატომიმეტური აქტივობის გარეშე, მეორეხარსხოვანი ამინის ჯგუფისა და ო-დიფენოლის ჯგუფის არარსებობის გამო. სისხლმდენი ზონის წვრილ სისხლძარღვებზე ადგილობრივი სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება ზეგავლენას ახდენს სისხლდენის ხანგრძლივობის შემცირებაზე. აღნიშნული ეფექტი ვითარდება არტერიული წნევის მომატებისა და გულის მუშაობაზე ზეგავლენის გარეშე. გამოვლინდა, რომ კარბაზოქრომი აშკარა ზეგავლენას ახდენს კაპილარების სიმტკიცესა და განვლადობაზე, ასევე სისხლძარღვთა ტონუსსა და შეკუმშვის ძალაზე.
საინექციო ხსნარი გამოიყენება გადაუდებელ შემთხვევაში, როცა საჭიროა სწრაფი თერაპიული ეფექტი. 
 
ჩვენებები
- ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების ვარიკოზებით გამოწვეული შეშუპება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, პერიფლებიტი, პოსტტრავმული შეშუპება, ჰემატომები, ტროფიკული დარღვევები ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები);
- ჰემოროიდული კვანძები;
- დიაბეტური ანგიოპათია;
- რეტინოპათია.
 
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
 
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენების გარეშე.
 
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია: 3-9 მლ დღეში კუნთში.
 
ჰიპერდოზირება
პრეპარატის თვითნებური თუ უნებლიე ჰიპერდოზირების სიმპტომები არ აღინიშნება.
ჰიპერდოზირების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომურია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აძლიერებს ასკორბინის მაჟავას მოქმედებას სისხლძარღვის კედლის სტრუქტურასა და განვლადობაზე.
არ შეიძლება ამპულის შიგთავსის შერევა ასკორბინის მჟავას შემცველ ხსნარებთან.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
 
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მკურნალობის პერიოდში პრეპარატი არ ახდენს გავლენას ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე.
 
გამოშვების ფორმა
მუქი ყვითელი საინექციო ხსნარი მინის 3 მლ მოცულობის ამპულებში.
10 ამპულა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
 
ვარგისიანობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
 
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელი არის კომპანია “როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი (“ღOთAPHAღM”, Gრეატ Bრიტაინ)
წარმოებულია “კლევა ს.ა.”-ს მიერ, პრ. პარნიტოსი 189, 13675 ათენი, საბერძნეთი

(“KLEVA S.A.”, 189, Parnithos ave., 13765 Athens, Greece)


ლიცენზიით “აკარპია სერვიკოს ფარმასიუტიკალს ლდა”, პორტუგალია(“ACARPIA Servicos Farmaceuticos Lda”, Portugal).