პროდუქცია
ROTAPHARM
როსისეპტინი

როსისეპტინი

ვებ გვერდი: http://www.rotapharm.co.uk/

როსისეპტინი
ROSISEPTIN
 
სავაჭრო დასახელება
როსისეპტინი, Rosiseptin
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ქლორჰექსიდინი
Chlorhexidine
 
სამკურნალო ფორმა
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის.
აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო სითხე, შენჯღრევისას ქაფდება.
 
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტრიური ნივთიერება: ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი (20% ხსნარის ფორმით) 0,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნონოქსინოლი 9, D-გლუკონოლაქტონი, გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი  D08AC02
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკები და მადეზინფიცირებელი პრეპარატები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
როსისეპტინი – ანტისეპტიკური პრეპარატი. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს მიკრობული უჯრედის მემბრანის დარღვევაში. ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას 0,01%-ზე მეტი კონცენტრაციით 22º ჩ ტემპერატურაზე 1 წუთის განმავლობაში ზემოქმედების დროს. ფუნგიციდური მოქმედება - 0,05% კონცენტრაციით  22º ჩ ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში ზემოქმედების დროს. ვირულიციდური მოქმედება (ლიპოფილური ვირუსების მიმართ) ვლინდება 0,01 – 1% კონცენტრაციის პირობებში. აქტიურია უმარტივესების, გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ (მათ შორის, Neisseria gonorrhoeae, Chlamydia spp., Ureaplasma spp., Treponema pallidum), Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis.
პრეპარატის მიმართ სუსტი მგრძნობელობით გამოირჩევა Pსეუდომონას სპპ.,  Pროტეუს სპპ.-ს ზოგიერთი შტამები.
არ მოქმედებს მჟავაგამძლე მიკროორგანიზმებზე, ბაქტერიების სპორებზე, სოკოებზე, ვირუსებზე. პრეპარატი არ არღვევს ლაქტობაცილების ფუნქციურ აქტივობას. ინარჩუნებს აქტივობას (ოდნავ დაქვეითებულს) სისხლის, ჩირქის არსებობის პირობებში.
 
გამოყენების ჩვენებები
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკა (მათ შორის გონორეა, ათაშანგი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი, გენიტალიური ჰერპესი);
• ურეთრიტის და ურეთროპროსტატიტის მკურნალობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
• ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვარი, ინფიცირებული ზედაპირების დეზინფექცია;
• კანისა და ლორწოვანი გარსის მკურნალობა (ქირურგიაში, მეანობასა და გინეკოლოგიაში, უროლოგიაში);
• სტომატოლოგიაში გამოსავლებად და შესასხურებლად გინგივიტის, სტომატიტის, აფთების, პარადონტიტის, ალვეოლიტის დროს.
 
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
• დერმატიტები;
• კანის ვირუსული დაავადებები.
 
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ბავშვთა ასაკში (18 წლამდე).
 
გვერდითი მოქმედება
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), პირში სიმშრალე, დერმატიტი, ხელების კანის წებოვანება (3-5 წუთის განმავლობაში), ფოტოსენსიბილიზაცია; გინგვიტის მკურნალობისას – კბილის ემალის შეღებვა, ქვების ფორმირება, გემოს გაუკუღმართება.
 
გამოყენების წესი და დოზირება
როსისეპტინს წარმოადგენს პროფილაქტიკურ და სამკურნალო საშუალებას ადგილობრივი და გარეგანი გამოყენების, ასევე დეზინფექციისათვის.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას სქესობრივი აქტიდან არაუგვუანეს 2 საათის შემდეგ. მამაკაცებში ფლაკონის შიგთავსის 2-3 მლ შეიყავთ შარდსადინარში, ქალებში კი 1-2 მლ შარდსადინარში და 5-10 მლ საშოში და აყოვნებენ 2-3 წუთის განმავლობაში. ასევე აუცილებელია ხსნარით დამუშავდეს ბოქვენის, სასქესო ორგანოების, თეძოების შიდა ზედაპირის კანი. პაციენტმა პროცედურის შემდეგ არ უნდა მოშარდოს 2 საათის განმავლობაში.
ურეთრიტის და ურეთროპროსტატიტის მკურნალობა ტარდება ურეთრაში 2-3 მლ როსისეპტინის ხსნარის შესხურების გზით 1-2-ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი – 10 დღე. პროცედურები ინიშნება დღეგამოშვებით.
კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებისას როსისეპტინის ხსნარი გამოიყენება გამორეცხვის, გამოვლების და აპლიკაციების (ტამპონის მეშვეობით) სახით – 5-10 მლ ხსნარი დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე ან ლორწოვან გარსზე ექსპოზიციით 1-3 წუთი 2-3-ჯერ დღეში.
ყლე-ყურ-ცხვირის და სტომატოლოგიურ განყოფილებებში ავადმყოფების ოპერაციის შემდგომი მოვლისას როსისეპტინი სავლების სახით ინიშნება 2-3-ჯერ დღეში.
 
ჰიპერდოზირება
მკურნალობა: პრეპარატი შემთხვევით შიგნით მოხვედრისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება (საჭიროა კუჭის ამორეცხვა რძის, უმი კვერცხის, ჟელატინის გამოყენებით). აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გამოიყენება ნეიტრალურ გარემოში: pH 5-8 პირობებში აქტივობა უმნიშვნელოდ განსხვავდება; pH> 8 დროს ჩნდება ნალექი. ხისტი წყალის გამოყენება ამცირებს ბაქტერიციდულ თვისებებს. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება იოდთან.
როსისეპტინი შეუთავსებელია ანიონის ჯგუფის შემცველ დეტერგენტებთან (მათ შორის, საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა) და საპნებთან. საპონმა შეიძლება მოახდინოს ქლორჰექსიდინის ინაქტივაცია, ამიტომ პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია საპნის საგულდაგულოდ ჩამობანა.
შეთავსებადია სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ კათიონის ჯგუფს (ბენზალკონიუმის ქლორიდს, ცეტრიმონიუმის ბრომიდს). ეთანოლი აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას.
 
განსაკუთრებული მითითებები
გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისას თავი უნდა აარიდოთ პრეპარატის ჭრილობაში მოხვედრას ქალა-ტვინის ღია ტრავმის, ზურგის ტვინის დაზიანების, დაფის აპკის პერფორაციის მქონე პაციენტებში.
თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში სწრაფად და გულმოდგინედ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.
ჰიპოქლორიდული მათეთრებელი ნივთიერებების მოხვედრამ ქსოვილებზე, რომლებიც ადრე კონტაქტში იმყოფებოდენ ქლორჰექსიდინის შემცველ პრეპარატებთან, შეიძლება გამოიწვიოს მათზე ყავისფერი ლაქების გაჩენა.
ტემპერატურის მომატების ფონზე მისი ბაქტერიციდული მოქმედება ძლიერდება. 100ºჩ ტემპერატურაზე ზევით პრეპარატი ნაწილობრივ იშლება. 
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
 
გამოშვების ფორმა
როსისეპტინი #10
5 მლ 0,05%-იანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის პოლიეთილენის ფლაკონებში.
1 სტრიპი 10 ფლაკონით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
 
როსისეპტინი #20
5 მლ 0,05%-იანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის პოლიეთილენის ფლაკონებში.
2 სტრიპი 10 ფლაკონით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
როსისეპტინი #30
5 მლ 0,05%-იანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის პოლიეთილენის ფლაკონებში.
3 სტრიპი 10 ფლაკონით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
როსისეპტინი #40
5 მლ 0,05%-იანი ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის პოლიეთილენის ფლაკონებში.
4 სტრიპი 10 ფლაკონით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
 
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია “როტაფარმი”, დიდი ბრიტაბეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).
დამზადებულია
“ლაბორატუარ ჟიფრერ ბარბეზა”-ს მიერ, 8-10, პოლ ბერის ქ., 69153 დესინ სედექსი, საფრანგეთი
(“LABORATORIES GIFRER BARBEZAT”, 8-10, rue Paul Bert, 69153 Decines Cedex, France).