რონოციტი
RONOCIT
სავაჭრო დასახელება
რონოციტი, Ronocit
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ციტიკოლინი, Citicoline
სამკურნალწამლო ფორმა
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ციტიკოლინი (ნატრიუმის მარილის სახით) 500 მგ ან 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან მარილმჟავა, საინექციო წყალი
პრეპარატის ათქ კოდი N06BX06
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციტიკოლინი, წარმოადგენს რა უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (განსაკუთრებით ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით - ხელს უწყობს უჯრედის დაზიანებული მემბრანის აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზებს, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ზედმეტი რაოდენობით წარმოქმნას, ასევე, მოქმედებს რა აპოპტოზის მექნიზმებზე, ხელს უშლის უჯრედის სიკვდილს. ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. თავ-ზურგტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებას.
ციტიკოლინი აუმჯობესებს ჰიპოქსიის დროს არსებული სიმპტომების მიმდინარეობას, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, ემოციური ლაბილობა, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურების დროს.
ეფექტურია დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი ეტიოლოგიის კოგნიტიური, მგრძნობელობითი და მამოძრავებელ ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობაში.
პრეპარატი არ მოქმედებს სუნთქვაზე, პულსსა და არტერიულ წნევაზე, ამდენად, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.
ფარმაკოკინეტიკა
ციტიკოლინი ინტრავენური და ინტრამუსკულარული შეყვანისას კარგად აბსორბირდება. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. პარენტერალური შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში ქოლინის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება. ციტიკოლინი მნიშვნელოვანი ხარისხით ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, ქოლინის ფრაქციების სწრაფი დანერგვით სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში და ციტიდინის ფრაქციის – ციტიდინის ნუკლეოტიდებსა და ნუკლეინის მჟავებში. ციტიკოლინის შეყვანილი დოზის მხოლოდ 15% გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან: 3%-ზე ნაკლები – თირკმლებით და დაახლოებით 12% -ამოსუნთქულ CO2-თან ერთად.
გამოყენების ჩვენებები
- იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;
- ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
- კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.
გამოყენების წესი და დოზები
ხსნარი ინტრავენური და ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის.
ინტრავენურად ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის სახით (5 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვანით ინტრავენური გადასხმისთვის (40 – 60 წვეთი წუთში). ინტრავენური შეყვანის გზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ინტრამუსკულარული. ინტრამუსკულარული გამოყენებისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის განმეორებითი ინექცია ერთიდაიმავე ადგილზე. ინსულტების და ქალა-ტვინის ტრავმის დროს მწვავე პერიოდში: რეკომენდებული დოზაა 1000 მგ ყოველ 12 საათში დიაგნოზის დადგენის პირველივე დღიდან; მკურნალობის დაწყებიდან 3-7 დღის შემდეგ, შესაძლებელია ინტრამუსკულარულ (1-2 ინექცია დღე-ღამეში) ან პერორალურ (თუ ყლაპვის ფუნქცია დარღვეული არ არის) გამოყენებაზე გადასვლა.
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის, ქალა-ტვინის ტრამვის აღდგენითი პერიოდი, თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს კოგნიტიური დარღვევები: რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-2000 მგ დღე-ღამეში. დოზადა მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმპტომების სიმძიმეზე.
ცნობიერების ხანგრძლივი დარღვევების დროს შესაძლებელია დაავადების საწყისი სტადიიდან პრეპარატის უწყვეტი გამოყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებს პრეპარატ რონოციტის ი.ვ. ან ი.მ. შეყვანისას დოზის კორექცია არ ესაჭიროებათ.
პრეპარატი შეთავსებადია ი.ვ. იზოტონური ხსნარების ყველა სახეობასთან და დექსტროზას ხსნარებთან.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
- ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის ტონუსის მომატება).
გვერდითი მოვლენები
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებადობა, ტრემორი, პარალიზებული კიდურების დაბუჟება.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის შეცვლა.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ცხელება; ცალკეულ შემთხვევებში ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.
განსაკუთრებული მითითებები
თავის ტვინის ტრავმების დროს ქალასშიდა წნევის დაქვეითებისთვის აუცილებელია ისეთი პრეპარატების დანიშვნა, როგორიცაა მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
ციტიკოლინი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისთვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია უნდა დაისვას საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში და მოზარდებში 18 წლამდე პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოფას მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან.
რონოციტის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია სისხლის აღმდგენ, ქალას შიდა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ჩვეულებრივ პერფუზიულ სითხეებთან ერთად.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დაბალი ტოქსიურობის გამო ჰიპერდოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის თერაპიული დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც კი.
გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარის 4 მლ მინის უფერო ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).
მწარმოებელი
სავაჭრო მარკისა და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
“როტაფარმი”, დიდი ბრიტანეთი
(“ROTAPHARM”, Great Britain).
დამზადებულია
კ.ო. “რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.“-ის მიერ, ოტოპენი, ეროილორის ქ. 1ა, რუმინეთი.
(S.C. “Rompharm Company S.R.L.”, Otopeni, Eroilor street 1A, Romania).