პროდუქცია
DR.SERTUS
სეკდაზა

სეკდაზა

ვებ გვერდი: http://www.drsertus.com/

სეკდაზა 
Secdaza
 
სავაჭრო დასახელება
სეკდაზა,  Secdaza
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
სეკნიდაზოლი, Secnidazole
 
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: ოვალური ფორმის ცისფერი, შემოგარსული ტაბლეტები.
 
შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: სეკნიდაზოლი 0,5 გ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (K30), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ცისფერი 85F20100 (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი).
 
პრეპარატის ათქ კოდი P01AB
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება. ნიტროიმიდაზოლის წარმოებული.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სეკდაზა – ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის ანტიპროტოზოული პრეპარატი ანტიბაქტერიული  მოქმედებით. სეკდაზას ახასიათებს ბაქტერიციდული (გრამდადებითი და გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ) და ამებიციდური (ნაწლავშიდა და ნაწლავგარე) ეფექტი.
სეკდაზა განსაკუთრებით აქტიურია თრიცჰომონას ვაგინალის, Eნტამოება ჰისტოლყტიცა, Gიარდია ლამბლია-ის მიმართ. მიკროორგანიზმის უჯრედში შეღწევისას სეკნიდაზოლი აქტიურდება 5-ნიტროჯგუფის აღდგენის შედეგად, მოქმედებს  უჯრედის დნმ-ზე, რითაც იწვევს მისი სპირალისებური სტრუქტურის რღვევასა და ძაფების დაშლას, ნუკლეოტიდური სინთეზის  ინჰიბირებასა და უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ სეკდაზა სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა თითქმის 80%-ს შეადგენს. სეკდაზა კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 საათია, რაც ამარტივებს პრეპარატის მიღების სქემას და მოსახერხებელია პაციენტთათვის.
 
გამოყენების ჩვენებები
_ ტრიქომონური ურეთრიტი და ვაგინიტი (გამოწვეული თრიცჰომონას ვაგინალის-ის მიერ);
_ ბაქტერიული ვაგინოზი;
_ ნაწლავური ამებიაზი (გამოწვეული Eნტამოება ჰისტოლყტიცა-ის მიერ);
_ ღვიძლის ამებიაზი (გამოწვეული Eნტამოება ჰისტოლყტიცა-ის მიერ);
_ ლამბლიოზი (გამოწვეული Gიარდია ლამბლია-ის მიერ).
 
მიღების წესი და დოზირება
სეკდაზა მიიღება შიგნით, უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
 
დოზები მოზრდილებისათვის:
ტრიქომონური ურეთრიტი და ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.
ნაწლავური ამებიაზი:
_ მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.
_ უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: ყოველდღე 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: ყოველდღე 1,5 ტაბლეტი (1,5 გ) ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
დოზები ბავშვებისათვის:
ნაწლავური ამებიაზი:
_ მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 30 მგ/კგ წონაზე ერთჯერადად.
_ უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: 30 მგ/კგ წონაზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: 30 მგ/კგ წონაზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი: 30 მგ/კგ წონაზე ერთჯერადად.
 
უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა სეკნიდაზოლის და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;
_ ცნს-ის ორგანული დაავადებები.
_ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
 
გვერდითი მოქმედება
სეკდაზა ადვილად აიტანება, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, `ლითონის~ გემო პირში, გლოსიტი, სტომატიტი.
შედარებით იშვიათად ვლინდება:
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზომიერი გარდამავალი ლეიკოპენია.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.
 
განსაკუთრებული მითითებები
სეკდაზას დანიშვნა არ შეიძლება ავადმყოფებში სისხლის დისკრაზიით ანამნეზში. პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნეიტროპენია. ლეიკოციტების რაოდენობა აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებაზე.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
სეკდაზა არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
 
პედიატრიაში გამოყენება
პრეპარატი გამოიყენება პედიატრიულ პრაქტიკაში.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროულად გამოყენებისას სეკდაზა აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების  (კუმარინის ან ინდანდიონის წარმოებულების) მოქმედებას.
სეკდაზას და დისულფირამის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული რეაქციები და ფსიქოზები. ალკოჰოლთან კომბინირება იწვევს დისულფირამისმაგვარ რეაქციებს (სპაზმები მუცელში, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება).
ლითიუმის პრეპარატებთან ერთად სეკდაზას მიღება ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის კომბინირება არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან (ვეკურონიუმის ბრომიდი) რეკომენდებული არ არის.
ამოქსიცილინთან კომბინირებისას იზრდება აქტივობა Hელიცობაცტერ პყლორი-სთან მიმართებაში (ამოქსიცილინი თრგუნავს რეზისტენტობის განვითარებას).
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროებისას ტარდება სიმპტომური თერაპია.
 
გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
4 ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
 
შენახვის პირობები
ინახება  ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
 
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
 
მწარმოებელი
სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია კომპანია
,,დრ სერტუს ილაჩ სანაი ვე ტიჯარეტ ლიმიტედ შირკეტი’’, თუქეთი
(“DRSERTUS İLAÇ SANAYİ VETİCARETLİMİTED ŞİRKETİ”, TURKEY).
 
დამზადებულია
“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი
(ბაგჯილარ ილჩესი, გიუნეშლი, ევრენ მახალესი, ჯამი იოლუ ჯად. #50კ. 1B ზემინ 4-5-6, სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TIC. А.Ş.”, TURKEY

(Bağcılar İlçesi, Güneşli, Evren Mahallesi, Cami Yolu Cad. No:50 K. 1B Zemin 4-5-6, İstanbul).